MuscleTech - Platinum 100% Glutamine არის პრემიუმ ხარისხის მიკრონიზებული სუფთა L-გლუტამინი.
გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერ იმუნურ სისტემას.
გლუტამინი წარმოადგენს კუნთებში არსებული ამინომჟავების 60%-ს და ორგანიზმში მთლიანად არსებული ამინომჟავების 20%-ზე მეტს.
MuscleTech - Platinum 100% Glutamine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აჩქარებს კუნთის აღდგენას
- ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
- მონაწილეობს ცილის სინთეზში
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- მატებს ენერგიას და გამძლეობას
- მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობაში
- უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ 2 პორცია დღეში. მიიღეთ ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ, ან ძილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.