Muscle Pharm – Combat Protein არის უმაღლესი ხარისხის ამერიკული პროტეინი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხისა და არაჩვეულებრივი გემოს კომბინაციით.
პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ უგემრიელეს, ადვილად ათვისებად ცილას, რომლის მიღებაც შეუძლიათ როგორც სპორტსმენებს, ასევე უბრალოდ აქტიური ცხოვრებით დაკავებულ ადამიანებს.
ინტენსიური ვარჯიშის პირობებში, კუნთოვანი მასის ეფექტური ზრდისათვის MusclePharm®– ის მეცნიერებმა შეიმუშავეს Combat Protein Powder®, რომელიც შეიცავს 5 სახის ცილას (შრატის კონცენტრატი, შრატის იზოლატი, შრატის ჰიდროიოლატი, მიცელარული კაზეინი და კვერცხის ალბუმინი). შესაბამისად პროდუქტს ახასიათებს ათვისების სხვადასხვა სიჩქარე და კუნთს კვებავს როგორც მოკლე ვადაში, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
გარდა მაღალი ხარისხისა, პროდუქტი ასევე გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი და მარტივი ხსნადობით. მისი შერევა შეგიძლიათ როგორც წყალსა და რძეში, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილს, ბოსტნეულს, სხვადასხვა სმუზებსა და შეიკებს.
Combat Protein სპორტსმენებისათვის დატესტეილია აკრძალულ ნითვთიერებებზე და დატანილი აქვს Informed-Choice ლოგო. ეს ნიშნავს, რომ იგი არ არის დაბინძურებული აკრძალული ნივთიერებებით და უსაფრთხოა სპორტსმენებისთვის.
Muscle Pharm – Combat Protein-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს 5 სახის ცილას
– აქვს სხვადასხვა ათვისების დროს და კუნთს კვებავს მთელი დღის განმავლობაში
– მატებს ძალას და ენერგიას
– ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
– დამატებული აქვს BCAA და L-Glutamini
– აქვს არაჩვეულებრივი გემო და ადვილი ხსნადობა
– დატესტილია აკრძალულ ნივთიერებებზე
– გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 კოვზი 200-250 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში, დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ვარჯიშის შემდეგ, ან ძილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.