BSN – Syntha 6 Edge - კომპლექსური პროტეინია, რაც ნიშნავს რომ, მასში ცილის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული.
Whey protein - (შრატის პროტეინი) არის რძის შრატისაგან მიღებული ცილის ზოგადი სახელი. დამუშავების ეტაპების მიხედვით იღებენ სამი კაგეორიის ცილას (Concentrate, Isolate, Hydro Isolate). იგი არის ყველაზე პოპულარული ცილის სახეობა, რადგან გადამუშავდება და შეიწოვება ყველაზე სწრაფად და ეფექტურია კუნთის ზრიდსა და ცხიმოვანი მასის შემცირებისთვის. შრატის პროტეინი გამოირჩევა BCAA ამინომჟავებისა და გლუტამინის ყველაზე მაღალი შემცველობით. შრატის ცილა, ყველაზე თერმოგენული ცილაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის გადასამუშავებლად უფრო მეტ კალორიას ხარჯავს ორგანიზმი, ვიდრე მისგან იღებს. Syntha 6 Edge შეიცავს შრატის ცილის სამივე სახეობას.
Micellar Casein - კაზეინი, რძეში შემავალი მთავარი ცილაა. მას, სხვა ცილის ტიპებთან შედარებით, ყველაზე ხანგრძლივი მონელებისა და ათვისების დრო ახასიათებს 6-8 საათი, რაც განაპირობებს კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას.
კაზეინის ცილა იწოდება როგორც ანტიკატაბოლური ცილა, რაც ნიშნავს, რომ აჩერებს კუნთის დაშლას და იცავს მას, ამიტომ მისი მიღება ძირითადად რეკომენდირებულია ძილის წინ ან სხვა ტიპის ცილებთან კომბინაციაში.
Milk Protein Concentrate (MPC) - მიიღება რძისგან და მასში გაერთიანებულია როგორც კაზეინის ასევე შრატის პროტეინი.
კომპლექსური ცილის მიღება ყოველთვის უფრო ეფექტურია კუნთის ზრდისთის, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე მათგანი, ამიტომ Bsn - Syntha 6 Edge იდეალურია ყველასთვის, განურჩევლად სქესისა, ვისაც სურს ხარისხიანი და მრავალფეროვანი ცილების მიღება. ამ პროდუქტს გამოარჩევს ასევე მისი უგემრიელესი არომატი და შეიკისთვის დამახასიატებელი ტექსტურა.
Bsn - Syntha 6 Edge- ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ააქტიურებს ანაბოლიზმს
- მატებს ძალას და გამძლეობას
- მატებს მშრალ კუნთოვან მასას
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- ანაყრებს და აქრობს შიმშილის გრძნობას დიდი ხნით
- ამცირებს დაღლილობას და ტკივილს ვარჯიშის შემდგომ
- შეიცავს სწრაფ, საშუალო და ნელა ათვისებად 6 სახის ცილას
- იდეალურია როგორც წონისა მატებისთვის, ასევე წონაში კლების დროს
მიღების წესი და დოზირება
1 კოვზი (40 გრ) გახსენით 250 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ, დილით უზმოზე, ვარჯიშის მერე ან დაძინებამდე 30-60 წთ ადრე.
მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ კვების ნაცვლად, თუ კვებას ვერ ახერხებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
რეკომენდაცია:
საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ დღეში 2 პორცია. კუნთოვანი მასის სწრაფი ზრდისთვის გამოიყენეთ კრეატინთან კომბინაციაში.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.