Real Pharm – Joint Flex Powder არის თქვენი სახსრების, მყესების, იოგებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის შექმნილი უძლიერესი კომპლექსი.
ყველა ადამიანს, ვინც დაკავებულია ფიზიკური აქტივობით და უწევს ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება, ეტვირთები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და ესაჭიროება სახსრებისა და მყესების აქტიური პროფილაქტიკა. Real Pharm – Joint Flex Powder არის პროდუქტი, სადაც გაერთიანებულია ყველა ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც აუცილებელია რბილი ქსოვილებისა დაცვისა და რეგენერაციისათვის. Joint Flex აუმჯობესებს სახსრების მობილობას, იცავს მათ დაზიანებისგან და ამცირებს ტკივილს. ამის გარდა ის ხელს უშლის ძვლების კალციფიკაციას.
კოლაგენი – იგი განაპირობებს ჩვენი ხრტილების მთლიანობას, უზრუნველყოფს სახსრების სიძლიერეს და ამცირებს ოსტეოართრიტით დაავადების რისკს. ძვლების შემთხვევაში, ჩვენი ძვლოვანი სისტემა ძირითადად კოლაგენისგან შედგება. სწორედ ეს ცილა განაპირობებს ძვლების სტრუქტურულ სიძლიერესა და გამძლეობას.
ჰიალურონის მჟავა – არის სუფთა, გოგირდოვანი ნივთიერება, რომელსაც ბუნებრივად აწარმოებს ჩვენი სხეული. იგი უზრუნველყოფს სახსრების ლუბრიკაციას და ადვილებს მოძრაობას.
გლუკოზამინის სულფატი – სხეულში ბუნებრივად არსებული ნაერთი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებს შორის ქსოვილების ჯანსაღ განვითარებას. იგი ხელს უწყობს რამდენიმე ქიმიური ნაერთის ფორმირებას, რომლებიც მონაწილეობენ სასახსრე ხრტილისა და სინოვიალური სითხის წარმოქმნაში.
ხონდრორიცინის სულფატი – გლუკოზამინის მსგავსად, ხონდრორიცინიც ხრტილის საშენი მასალაა.
მეთილსულფონილმეთანი (MSM) – არის გოგირდის შემცველი ნაერთი, რომელიც ხელს უშლის ხრტილების დაშლას და აუმჯობესებს სახსრების მუშაობის ხარისხს.
Real Pharm – Joint Flex Powder-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის დაცვასა და რეგენერაციას
– აუმჯობესებს სახსრების მობილობას
– იცავს სახსრებს დაზიანებისგან
– აძლიერებს ხრტილებს, მყესებს, სასახსრე კაფსულებსა და ძვლებს
– ხსნის ტკივილს
– შეიცავს ყველა ძირითად ინგრედიენტს, მაღალი დოზირებებით
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 20გ) 150-200 მლ წყალში და მიიღეთ ერთხელ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.