Muscle Pharm - Combat 100% Whey არის უმაღლესი ხარისხის ამერიკული პროტეინი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის და არაჩვეულებრივი გემოს კომბინაციით.
პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ უგემრიელეს, ადვილად ათვისდება ცილას, რადგან მიღება შეუძლია სპორტსმენებს, ასევე აქტიური ცხოვრებით დაკავებულ ადამიანებს.
პროდუქტი შეიცავს 100 % რძის შრატის ცილას, როგორც Whey Concentrate ასევე Whey Isolate. ეს არის ცილის ყველაზე ადვილად ათვისებადი, ეფექტური და სუფთა წყარო. Combat 100% Whey შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს, მათ შორის ყველა, 9 შეუცვლელ ამინომჟავას. იგი გამოირჩევა ნახშირწყლის, შაქრისა და ცხიმის განსაკუთრებით დაბალი შემცველობით.
გარდა მაღალი ხარისხისა, პროდუქტი ასევე გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი და მარტივი ხსნადობით. მისი შერევა შეგიძლიათ როგორც წყალსა და რძეში, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილს, ბოსტნეულს, სხვადასხვა სმუზებსა და შეიკებს.
Combat 100% Whey სპორტსმენებისათვის დატესტეილია აკრძალულ ნითვთიერებებზე და დატანილი აქვს Informed-Choice ლოგო. ეს ნიშნავს, რომ იგი არ არის დაბინძურებული აკრძალული ნივთიერებებით და უსაფრთხოა სპორტსმენებისთვის.
Muscle Pharm - Combat 100% Whey-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს ძალას და ენერგიას
- ზრდის მშრალი კუნთის მასას
- შეიცავს ადვილად ათვისებად, ეფექტურ და სუფთა ცილას
- აქვს ნახშირწყლის, შაქრისა და ცხიმის დაბალი შემცველობა
- აქვს სასიამოვნო გემო და კარგი ხსნადობა
- ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე
- არ შეიცავს გლუტენს
- არ აქვს დამატებული ხელოვნური საღებავები
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-250 მლ წყალში ან რძეში. საუკეთესო შედეგისთვის მიიეთ 2 პორცია დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.