კაზეინის პროტეინი მზადდება არა რძის შრატისგან, არამედ უშუალოდ რძისგან. ძროხის რძე შეიცავს დაახლოებით 80% კაზეინის პროტეინს. რძის შრატისგან (whey) განსხვავებით, კაზეინის ცილა არის ნელა ათვისებადი, მის სრულად ათვისებას დაახლოებით 6-8 საათი სჭირდება. ამიტომ მას ანტიკატაბოლურ ცილას უწოდებენ.
კატაბოლიზმი (კუნთის დაშლა) - ძირითადად ღამით მიმდინარეობს, როცა ჩვენ გვძინავს და 7-8 საათი ვერ ვახერხებთ საკვების მიღებას, ამ დროს ორგანიზმი განიცდის საკვები ნივთიერებების ნაკლებობას. ამიტომ კაზეინის პროტეინს ძირითადად ძილის წინ მოიხმარენ, რათა მთელი ღამის განმავლობაში მოამარაგოს ჩვენი კუნთოვანი ქსოვილი საჭირო ამინომჟავებით.
Optimum nutrition - 100% Casein - უმაღლესი ხარისხის კაზეინის ცილაა, რომელიც დაგეხმარებათ მშრალი კუნთოვანი მასის სწრაფად მომატებაში. ძილის წინ მისი მიღება უზრუნველყოფს მთელი ღამე ანაბოლურ მდგომარეობაში ყოფნას და დილით, შევსებული და აღდგენილი გაიღვიძებთ, არ გექნებათ შიმშილის და გამოფიტულობის შეგრძნება. მისი მიღება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც წონის მატების და კუნთის ზრდის, ასევე წონის კლების დროს, რათა შეინარჩუნოთ კუნთოვანი მასა, დარჩეთ კალორიულ დეფიციტში და დათრგუნოთ მომატებული მადა (თუ ეს უკანასკნელი გაწუხებთ). მისი მიღებიდან მინიმუმ 5-6 საათი თქვენ არ განიცდით შიმშილის გრძნობას, ხართ დანაყრებული, არადა სულ რაღაც 120 კალორია და 24 გრ ცილა გაქვთ მიღებული.
კვლევებით დადასტურებულია რომ კაზეინის მიღება ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და იმუნური სისტემის მდგომარეობას.
Optimum Nutrition - 100% Casein-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს კუნთოვანი მშრალი მასის ზრდას
– მატებს ძალას და ენერგიას
– გააჩნია ნელი ათვისება (6-8 საათი)
– რეკომედირებულია ძილის წინ მიღება
– გააჩნია ამინომჟავების სრული პროფილი
– აქვს ანტი-კატაბოლური მოქმედება
– აუმჯობესებს იმუნიტეტს და კუჭ-ნაწლავის სისტემას
– იდეალურია როგორც წონაში მატებისას, ასევე კლებისას
– აქვს მომატებული მადის დამაქვეითებელი ეფექტი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250-300 მლ წყალში ან რძეში. მიიღეთ ვარჯიშიდან 30-60 წუთის შემდეგ, ძილის წინ, ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.