Dorian Yates Nutrition - Hit Eaa Amino – არის უმაღლესი ხარისხის ამინომჟავების სრულყოფილი ფორმულა, რომელიც შეიცავს 9 შეუცვლელ (EAA) ამინომჟავას ერთ პორციაზე. ეს ამინომჟავები კუნთების სამშენებლო ბლოკებია, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია კუნთის ზრდისა და რეგენერაციისთვის.
ცილისგან განსხვავბეით, ეს პროდუქტი ამინომჟავების თავისუფალ ფორმას წარმოადგენს, ამიტომ მის ათვისებას ორგანიზმი მიღებისთანავე მომენტალურად იწყებს. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ამ პროდუქტის გამოყენება როგორც ვარჯიშის დასრულებისთანავე, სწრაფი აღდგენისთვის, ასევე უშუალოდ ვარჯიშის დროს, ენერგიის და კუნთოვანი ქსოვილის რესურსის გახანგრძლივებვისთვის.
Hit Eaa Amino - დაგეხმარებათ აზოტის დადებითი ბალანსის შექმნასა და შენარჩუნებაში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ახალი კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის.
მისი გამოყენება ასევე უმნიშვნელოვანესია კარდიო ვარჯიშის მოყვარულთათვისა, რათა დაიცვათ კუნთები კატაბოლიზმისაგან.
Hit Eaa Amino-ს მნიშვნელობა და როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სინამდვილეში, ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ მთელი რიგი სხვა პროცესებში, როგორიცაა ნეიროტრანსმიტერების გამართული ფუნქციონირება, გლუკოზის ათვისება უჯრედებში ენერგიის დონის ასამაღლებლად, იმუნური ფუნქციისა და ფერმენტების გამომუშავება, სისხლის წითელი უჯრედების მეშვეობით ჟანგბადის მიწოდება.
Dorian Yates Nutrition - Hit Eaa Amino - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს ძალას და გამძლეობას
- აღადგენს დახარჯულ ენერგიას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
- დადებითად მოქმედებს კუნთის ფორმირებაზე
- არის ძლიერი ანტიკატაბოლიკი
- ამცირებს კუნთის ტკივილს ვარჯიშის დროს და შემდგომ პერიოდში
- შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (EAA)
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 2 კოვზი (13 გრ) ვარჯიშის დროს ან შემდეგ. გახსენით 250-500 მლ ცივ წყალში
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.