real pharm - creatine monohydrate gold edition - არის გამორჩეული კრეატინ მონოჰიდრატის, რომელიც დაპატენტებულია - Creapure სახელწოდებით.
Creapure არის კრეატინის მონოჰიდრატის უმაღლესი ხარისხის ფორმა, რომელიც გამოირჩევა თავისი სისუფთავით, ეფექტურობით და უსაფრთხოებით. ის გერმანიაში, AlzChem Trostberg GMBH-ში იწარმოება და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მაღალი ხარისხის კრეატინის სახეობად. მისი შემადგენლობა შედგება 99.99% აქტიური კრეატინისაგან და დამზადებულია ISO 9001 და HACCP სტანდარტების დაცვით.
დამტკიცებულია, რომ კრეატინის მონოჰიდრატი ყველაზე ეფექტური და კარგად გამოკვლეული კრეატინის ფორმაა, ხოლო Creapure-ი მისი უმაღლესი ხარისხის ვარიანტია, ამიტომ მას კრეატინების "Gold standard" (ოქროს სტანდარტს) უწოდებენ ხოლმე.
Creapure ზრდის ენერგიის წარმოებას, რაც ეხმარება კუნთებს ინტენსიური ვარჯიშის დროს. ხელს უწყობს კუნთების მოცულობის და ძალის გაზრდას. ამცირებს ვარჯიშის შემდგომ დაღლილობას და აჩქარებს აღდგენას.
real pharm - creatine monohydrate gold edition - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
– შეიცავს 99.99% კრეატინ Creapure-ს
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გ) 200-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30-60 წთ ადრე და ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ 1 პორცია დღის მანძილზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
რეკომენდაცია:
კრეატინისგან მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად, გამოიყენეთ ის ნახშირწყლებთან ან პროტეინთან ერთად კომბინაციაში. რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კუნთის ზრდას.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.