Applied Nutrition – l-Carnitine Liquide 3000 არის სითხის სახით წარმოდგენილი ცხიმისმწველი კომპლექსი, რომელიც შეიცავს L-კარნიტინს, მწვანე ჩაის ექსტრაქტსა და C ვიტამინს.
L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ L-კარნიტინი მხარს უჭერს ძალისმიერი მაჩვენებლების ზრდასა და ამტანობას. ცხიმის წვის ხარჯზე მიღებული ენერგიის შედეგად, სხეული ამცირებს კუნთების გლიკოგენის მარაგის გამოყენებას. ეს კი კუნთებში ლაქტური მჟავის დაგროვების შემცირებასთან ერთად, ზრდის ენერგიას, გამძლეობას და ამცირებს დაღლილობას.
მწვანე ჩაი არის მნიშვნელოვანი მცენარეული ექსტრაქტი, რომეიც აძლიერებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს მადას და გააჩნია ძლიერი შარდმდენი თვისებები.
რაც შეეხება C ვიტამინს, იგი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს სისხლის გათხელებას. რასაც, თავის მხრივ, აქვს გავლენა მეტაბოლიზმის აჩქარებასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე.
Applied Nutrition – l-Carnitine Liquide 3000-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონაში კლებას
– ასწრაფებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას
– აძლიერებს იმუნიტეტს
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებაზე
– ტესტირებული ათლეტებისათვის და არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს
– დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში და გადის ხარისხის კონტროლის უმაღლეს შემოწმებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში. მოხმარებამდე შეანჯღრიეთ ქილა.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.