ზღვის კოლაგენი

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ტიპის კოლაგენი სასარგებლოა, თევზის კოლაგენის პეპტიდებს აქვთ საუკეთესო შეწოვა და ბიოშეღწევადობა. ეს ყველაფერი კი მათი სტრუქტურულად მცირე ნაწილაკების ზომის გამოა შესაძლებელი, რაც აძლიერებს მათ ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს. ბიოშეღწევადობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ის დიდწილად განსაზღვრავს ნებისმიერი საკვები ნივთიერების ეფექტურობას, რომელსაც მიიღებთ.

თევზის კოლაგენი 1,5-ჯერ უფრო ეფექტურად შეიწოვება ორგანიზმში, ვიდრე მსხვილფეხა რქოსანის კოლაგენი. ამ ღირებულების შედეგად,  უფრო სწრაფად შედის სისხლში და ამიტომ ითვლება თევზი კოლაგენის საუკეთესო წყაროდ.

უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, თევზის კოლაგენი არის რთული სტრუქტურული ცილა, რომელიც ორგანიზმს ეხმარება შეინარჩუნოს ძალა და მოქნილობა: თევზის კოლაგენი სინთეზირდება სახსრის ქსოვილებში, ძვლებში, კანის დერმატში და სხეულის ბევრ სხვა აუცილებელ სისტემაში. ქვემოთ ჩამოთვლილა სხეულის ყველა ის ნაწილი, სადაც კოლაგენი გვხვდება:

კან

სახსრები

ძვლები

კუნთები

მყესები

სისხლძარღვები

ღრძილები

თვალები

ფრჩხილები

თმა

თევზის კოლაგენი მიეკუთვნება კატეგორიით 1 ტიპ, რომელიც არის ყველაზე უხვი კოლაგენი ადამიანის სხეულში. ტიპი I ყველაზე ცნობილია ლამაზი კანის, ძლიერი შემაერთებელი ქსოვილებისა და მტკიცე ძვლებისთვის საფუძვლის შესაქმნელად.

თევზის კოლაგენის პეპტიდებს აქვთ ძალიან სპეციფიკური ამინომჟავების შემადგენლობა გლიცინის, ჰიდროქსიპროლინისა და პროლინის მაღალი კონცენტრაციით.

თევზის კოლაგენის მიღებისას, ჰიდროქსიპროლინის პეპტიდები როგორც ამინომჟავა სრულად არ შეიწოვება. ნაწილობრივ იგი გადადის სისხლში. ეს ჰიდროქსიპროლინის პეპტიდები ასტიმულირებენ უჯრედებს კანში, სახსრებში და ძვლებში და ისინი განაპირობებენ კოლაგენის სინთეზს უჯრედების გააქტიურებისა და ზრდის გზით.

ჯანმრთელობის სარგებელი

1. დაბერების საწინააღმდეგო

ვინაიდან თევზის კოლაგენი არის I ტიპის კოლაგენი, რისგანაც შედგება ჩვენი კანი, გასაკვირი არ არის, რომ მას შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს კანზე. ის ეხმარება თავიდან აიცილოს და გააუმჯობესოს კანის დაბერების ნიშნები, რაც მას შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო საკვებად აქცევს.

ამ კოლაგენის მოხმარებისას კანის  სარგებელი მოიცავს გაუმჯობესებულ სიგლუვეს, უკეთეს ტენიანობას, ელასტიურობას და ღრმა ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას.

ჰიდროლიზებული თევზის კოლაგენი შედგება მცირე, დაბალმოლეკულური პეპტიდებისგან, რომლებიც ადვილად , შეიწოვება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში.

მკვლევარები ასკვნიან, რომ ჰიდროლიზებული კოლაგენი ყველაზე ჭკვიანი იარაღია დაბერების არასასურველი, მაგრამ ხილული ნიშნების წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში.

2. ძვლის შეხორცება და რეგენერაცია

თევზის კოლაგენს შეუძლია გაზარდოს სხეულის ბუნებრივი კოლაგენის წარმოება. რომ თევზის კანში არსებული პეპტიდები დადებითად მოქმედებს ძვლის ჯანმრთელობასა და მინერალურ სიმკვრივეზე.თევზის კოლაგენი ასევე ხელს უწყობს ძვლის სინთეზირებად უჯრედების მინერალიზაციას რომელსაც in vitro ეწოდება.

გარდა ამისა, თევზის კოლაგენის პეპტიდების ეფექტი საკმაოდ მაღალია ოსტეობლასტური უჯრედების სისტემაში.(უჯრედის ტიპ, რომელიც გვხვდება ძვალში, სპეციალიზირებულ შემაერთებელ ქსოვილში.) კერძოდ თევზის კოლაგენში არსებული პეპტიდები „დადებით გავლენას ახდენს ოსტეობლასტურ უჯრედებზე კოლაგენის სინთეზის, ხარისხისა და მინერალიზაციის თვალსაზრისით, რის გამოც დიდი სარგებელი ძვლოვანი ქსოვილის ინჟინერიისთვის“.

3. ჭრილობის შეხორცება

თევზის კოლაგენი დადებითად მოქმედებს ჭრილობის შეხორცებაზე და ეხმარება სხეულს ახალი ქსოვილის ჩამოყალიბებაში.

I ტიპის კოლაგენი არის კანის მატრიქსის ყველაზე უხვ სტრუქტურული კომპონენტი, ამიტომ ლოგიკურია, რომ I ტიპის კოლაგენი ეხმარება ჭრილობების უფრო სწრაფად შეხორცებას.

ადრე ითვლებოდა, რომ კოლაგენი მხოლოდ სტრუქტურული საყრდენი იყო. თუმცა, ახალი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ რომ კოლაგენი და მისგან მიღებული ფრაგმენტები აკონტროლებენ ბევრ უჯრედულ ფუნქციას, მათ შორის უჯრედის ფორმასა და დიფერენციაციას, უჯრედების მიგრაციას, ასევე რიგი მნიშვნელოვანი ცილების სინთეზს.

4. უხვი ცილის წყარო

თევზის კოლაგენი არამარტო ეხმარება ძვალ სახსროვან სისტემას, არამედ ითვლება ცილის წყაროდ. თევზის კოლაგენში 97 პროცენტი სუფთა ცილაა, ცხიმის, შაქრისა და ნახშირწყლების გარეშე, რის გამოც მას ერთ-ერთ საუკეთესო ცილოვან საკვებად აქცევს. ამ ყველაფერთან ერთად, მას გააჩნია გამორჩეული ამინომჟავის პროფილი, რომელიც არის ორგანული ნაერთები და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილების წარმოქნმაში.

კოლაგენის მიღება საკმაოდ პრაქტიკულია ინტენსიური ვარჯიშის დროს. მისი მიღები გააუმჯობესებთ კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას და ამავდროულად იზრუნებთ სახსრების ჯანმრთელობაზეც, რომლის გართულება ყოველთვის თან ახლავს ფიზიკურ აქტივობას.

5. ანტიბაქტერიული შესაძლებლობები

თევზის კოლაგენს აქვს კიდევ ერთი შთამბეჭდავი კომპონენტი: მასში შედის კოლაგენცინი, რომელიც არის ანტიბაქტერიული თევზის პეპტიდი. კოლაგენცინი მთლიანად აფერხებს Staphylococcus aureus-ის ზრდას, რომელიც უფრო ხშირად ცნობილია როგორც სტაფილოკოკური ინფექცია.

სტაფილოკოკი არის ძალიან სერიოზული, უაღრესად გადამდები ინფექცია, გამოწვეული ბაქტერიებით, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კანზე ან ცხვირში. ზღვის კოლაგენი ანტიმიკრობული პეპტიდების წყარო, რომელიც ამ კუთხით აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას.

კოლაგენი სხვა წყაროები

მსხვილფეხა რქოსანი (საქონლის) კოლაგენი რომელიც მზადდება საქონლის კანის, ძვლები და კუნთების მეშვეობით. იგი ძირითადად მიეკუთვნება 1 და 3 ტიპის კოლაგენს. ამ კატეგორიის კოლაგენი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ადამიანის ორგანიზმში. საქონლის კოლაგენი მდიდარია გლიცინი და პროლინი, რომელიც სასარგებლოა კრეატინის წარმოებისა და კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებაში.

ქათმის კოლაგენი: ქათმის კოლაგენში ყველაზე გავრცელებული კოლაგენი არის ტიპი 2, რომელიც საუკეთესოა ხრტილის პროფილაქტიკისთვის. ამიტომაც, მსგავსი ტიპის კოლაგენი განსაკუთრებით სასარგებლოა სახსრების ჯანმრთელობისთვის, რადგან კოლაგენის ეს წყარო  შეიცავს ქონდროიტინის და გლუკოზამინის სულფატს.

კვერცხის ნაჭუჭის მემბრანის კოლაგენი: კვერცხის კოლაგენი, რომელიც გვხვდება მის ნაჭუჭსა და ცილაში, ძირითადად შეიცავს 1 ტიპის კოლაგენს. იგი ბუნებრივად შეიცავს გლუკოზამინის და ქონდროიტინის სულფატს, ჰიალურონის მჟავას, ასევე სხვადასხვა ამინომჟავებს, რომლებსაც განსაკუთრებული სარგებელი აქვთ შემაერთებელი ქსოვილის ასაშენებლად.