მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ რომელი საკვებდანამატების შეიძლება ჩვილი ბავშვებისთვის. არსებობს რამდენიმე აუცილებელი ვიტამინი, რომელიც შეუძლია ჩვილმა მიიღოს.
ამ ბლოგში მოცემულია სერთიფიცირებული პედიატრის მიერ შერჩეული რამდენიმე საკვებ დანამატი.
ვიტამინი D
D ვიტამინის მთავარი წყარო მზის სხივებია, თუმცა ჩვილობის ასაკში მზეზე ზემოქმედება საფრთხილოა. ვიტამინი D-ს დამატებითი მიღება ზოგჯერ შეიძლება აუცილებელია იყოს ჩვილებისთვის.
ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ამჟამინდელი რეკომენდაციით, ყველა ჩვილმა და ბავშვმა უნდა მიიღოს ვიტამინი D-ს 400 საერთაშორისო ერთეული დღეში, დაბადებიდან მალევე.
უბრალოდ სანამ შეიძენთ ყურადღება მიაქციეთ D ვიტამინის ხარისხს და მის შემადგენლობას, რომ არ შეიცავდეს არასასურველ კონსერვანტებს. არსებობს D ვიტამინის წვეთები, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ. იგი განსაკუთრებით ეფექტიანია, როდესაც გსურთ რომ თქვენი შვილი დაიცვათ რაქიტისგან.( მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის არასაკმარისი მიღებით, რაც ხასიათდება ძვლების დარბილებით და დასუსტებით.)
ვიტამინი C
ვიტამინი C, ასევე ცნობილი როგორც ასკორბინის მჟავა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ ჯანმრთელობაში.ის ანტიოქსიდანტია და ხელს უწყობს რკინის შეწოვას. ბავშვებში, რომლებიც მიირთმევენ მრავალფეროვან, დაბალანსებულ დიეტას, ნაკლებად საჭიროა მისი გამოყენება. თუმცა, ორსულობის დროს, მშობლის მხრიდან ნიკოტინის ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს ვიტამინი C-ს მოთხოვნილება 40%-მდე, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელია.
ვიტამინი C-ს რეკომენდებული დღიური ნორმა განსხვავდება ასაკის მიხედვით. ვიტამინი C-ს დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება სურავანდი, რა დროსაც ჭრილობების შეხორცება ნელდება, იმატებს ტკივილი სახსრებში და ზოგჯერ ღრძილებიდან სისხლდენის პრობლემებიც ჩნდება.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ C-ვიტამინის ისეთი ფორმულა არ შეიცავს გლუტენს და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს. განიხილეთ შესაბამისი დოზა თქვენს პედიატრთან, რათა არ მიიღოთ რეკომენდებული დღიური ნორმის გადაჭარბებული რაოდენობა.
DHA
DHA, ანუ დოკოზაჰექსაენის მჟავა, არის გრძელი ჯაჭვის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკვებდანამატი, რომელზეც კვლევები კვლავაც გრძელდება, იგი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ქცევის წესებს ბავშვებში.
არსებობს D3-ისა და DHA-ს კომბინირებული დანამატი, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა. ისინი ერთმანეთთან კარგად ურთიერთქმედებენ, რადგან D-ვიტამინი ცხიმში ხსადია.
მულტივიტამინები
მულტივიტამინის მიღება ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, ერთ ერთი ეფექტიანი გზა არის ადეკვატური კვების გარანტირების კუთხით. ბავშვების უმეტესობას, რომლებიც დაბალანსებულად იკვებებიან, არ არის აუცილებელი ვიტამინების საკვებდანამატები, მაგრამ მათთვის, ვისაც არ უყვარს რძის დალევა ან რძის პროდუქტები, მულტივიტამინები რეკომენდირებულია, რათა მოხდეს ბავშვის სრულფასოვანი განვითარება. ვიტამინებს, განვითარების არაერთი ფუნქცია აკისრია.