თუთია, მნიშვნელოვანი მინერალი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს

(IBS) იგივე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი(რომელსაც ერთი სტატია უკვე მიეძღვნა)  შეიძლება უხილავ ტვირთად აღიქმებოდეს.

IBS არ არის მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა - ეს არის ყოველდღიური დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ენერგიაზე, განწყობაზე და ცხოვრების საერთო ხარისხზე.

ბევრი ადამიანისთვის (IBS) მუდმივი თავსატეხია მკაფიო ამოხსნის გარეშე.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, ერთ ერთ მნიშვნელოვან მინერალზე, რომლის დისბალანსმაც შეიძლება გამოიწვიოს (IBS). ეს არის თუთია.

თუთია იმუნური ფუნქციის მხარდაჭერაზე ბევრად მეტს აკეთებს. ის ფუნდამენტურ როლს ასრულებს როგორც მომნელებელი სისტემის მთლიანობაში, ასევე ემოციურ კეთილდღეობაში, რაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებში ორ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს.

თუთია მონაწილეობს:

ნაწლავის ლორწოვანი გარსის მხარდაჭერაში: ის ხელს უწყობს ნაწლავის ბარიერის სტრუქტურის შენარჩუნებას, ამცირებს ნაწლავის გამტარიანობას (ხშირად უწოდებენ „გაჟონილ ნაწლავს“), რაც ხშირად შეინიშნება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

ნეიროტრანსმიტერის რეგულირება: თუთია გავლენას ახდენს განწყობის მარეგულირებელ ქიმიკატებზე, როგორიცაა GABA და სეროტონინი, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შფოთვასა და დეპრესიაზე, არამედ ნაწლავის მოძრაობასა და ტკივილის აღქმაზე.

ანთების კონტროლი: როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, თუთია ხელს უწყობს ქრონიკული ანთების შემცირებას, რაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს საჭმლის მომნელებელი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომების მამოძრავებელი ფაქტორია.

თუთიის დეფიციტი ხშირად შეუმჩნეველია

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანების უმეტესობა, ერთი შეხედვით თითქოს აკმაყოფილებს კვებით მოთხოვნილებებს. თუმცა მხოლოდ კალორიების და მაკროელემენტების მიღება არ არის საკმარისი.

თუ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, სურათი ნიუანსირებული ხდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანთა 70%-ზე მეტი აღნიშნავს საკვების აუტანლობას, აქედან 60%-ზე მეტი თავს არიდებს კონკრეტულ საკვების ჯგუფებს, რათა შეძლონ სიმპტომების მართვა.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად აცილებადია რძის პროდუქტები - თუთიის ძირითადი საკვები წყარო, რომელსაც შეუძლია შეადგინოს ყოველდღიურად საჭირო 60%.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეზღუდვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომების შემსუბუქებას, მათ ასევე შეიძლება უნებლიედ გამოიწვიონ თუთიის არაოპტიმალური დონე.

თუთიის ადეკვატური მიღების შემთხვევაშიც კი, მისი შეწოვა კიდევ ერთი გამოწვევაა. ნაწლავებში ანთებამ, მიკრობულმა დისბალანსმა შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანიზმის მიერ თუთიის შეწოვას და გამოყენებას.

რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას არის ის, რომ, თუთიის სტანდარტული ლაბორატორიული ტესტები ყოველთვის არ არის სანდო. შრატის დონე ხშირად ვერ აფიქსირებს ზღვრულ ან ფუნქციურ დეფიციტს. შედეგად, ბევრი ადამიანს, რომელსაც სინამდვილეში აქვს მნიშვნელოვანი დისბალანსი, შეიძლება ვერ დაესვას სწორი დიაგნოზის.

როდესაც საქმე მინერალურ სტატუსს ეხება, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, თუ რამდენ თუთიას იღებთ - არამედ იმაში, თუ რამდენად კარგად არის ის დაბალანსებული სპილენძთან. სპილენძ-თუთიის თანაფარდობა უფრო მნიშვნელოვანი მარკერი გახდა, ვიდრე მხოლოდ თუთიის ან სპილენძის დონე, განსაკუთრებით ანთებასთან და ფერმენტულ აქტივობასთან მიმართებაში.

ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებს მნიშვნელოვნად მაღალი სპილენძ-თუთიის თანაფარდობა ჰქონდათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა შეიძლება არ იყოს აშკარა დეფიციტი, არამედ უფრო ამ ორი მინერალის დისბალანსი.

სპილენძ-თუთიის მომატებულმა თანაფარდობამ შეიძლება:

მიუთითოს თუთიის ფარულ უკმარისობაზე.

გამოიწვიოს ოქსიდაციურ სტრესი და ქრონიკული ანთება.

დაარღვიოს ამინომჟავური აქტივობა, გაზარდოს სტრესი და ემოციური რეაქტიულობა.

ხელი შეუშალოს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ბარიერის აღდგენას.

როგორ შევინარჩუნოთ თუთიის ბალანსი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს?

თუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები აღგენიშნებათ, პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა შეაფასოთ როგორც თუთიის დონე, ასევე სპილენძ-თუთიის თანაფარდობა.

კონცენტრირდით თუთიით მდიდარ საკვებზე

თუ ტოლერანტობა მაღალია, ჩართეთ თუთიით მდიდარი საკვები, როგორიცაა გოგრის თესლი, ხამანწკები, ინდაური, ოსპი და კვერცხი. თუნდაც მცირე, მაგრამ რეგულარული რაოდენობითაც კი შეიძლება საჭირო ბალანსის შენარჩუნება.

სტრატეგიულად შეავსეთ რაციონი საკვებ დანამატებით

საჭიროების შემთხვევაში, თუთიის საკვებდანამატების მიზნობრივი გამოყენება საკმაოდ ეფექტიანია.

თუმცა, თუთია ჯადოსნური გამოსავალი არ არის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა ხშირად მოიცავს ნერვული სისტემის რეგულირებას, მიკრობიომის მხარდაჭერას, ჰორმონალურ ბალანსს და მდგრადი ცხოვრების წესის ცვლილებებს.