ტოპ 6 ვიტამინი თვალის ჯანმრთელობისთვის

ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითება გარდაუვალია, რადგან თვალები უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება. არაჯანსაღი ცხოვრების წესი და იმუნური სისტემის პრობლემები უფრო მეტად აჩქარებს ამ პროცესს.

თუმცა არსებობს საშუალებები, რომელიც დაგვეხმარება მხედველობის ჯანმრთელობის მაქსიმალურ შენარჩუნებაში.

როგორ შეუძლია ვიტამინებს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნება?

სანამ მათ განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიტამინები ეფექტურად მართავს სისხლში შაქრის დონეს და ჰორმონალურ რეაქციებს, გარდა ამისა, შთანთქავს ულტრაიისფერ შუქს, რომლებიც აზიანებს თვალებს.

1.ლუტეინი

ანტიოქსიდანტი, რომელსაც მეტსახელად "თვალის ვიტამინი" უწოდეს. ლუტეინი იცავს როგორც თვალებს, ასევე კანს. ეს ანთების საწინააღმდეგო, კაროტინოიდული ფიტონუტრიენტი გვხვდება საკვებში,(ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, კვერცხის გული და ციტრუსები). მოხმარების შემდეგ, ის ტრანსპორტირდება მთელ სხეულში, განსაკუთრებით თვალის ნაწილებში, რომელსაც ეწოდება მაკულა და ლინზა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლუტეინის მიღება ამცირებს მაკულარული დეგენერაციის რისკს 40 პროცენტით, ასე რომ ლუტეინი ნამდვილად ამართლებს „თვალის ვიტამინის“ სახელს.

2. ვიტამინი C

ვიტამინი C გაცილებით ღირებულია, ვიდრე უბრალოდ გაციების საწინააღმდეგო საშუალება. ვიტამინი C ეხმარება თვალს მხედველობის დაცვაში თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლით და მინერალების სინთეზირებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი C ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, ანელებს ანთებით რეაქციებს და ხელს უშლის უჯრედულ მუტაციებს.

ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადება „კატარაქტა“ 60 პროცენტით ნაკლები იყო იმ ადამიანებში, რომლებიც იყენებდნენ C ვიტამინს.

3. ვიტამინი E

C მსგავსად ვიტამინი E, ხელს უწყობს უჯრედების დაცვას. ეს ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტები ამცირებენ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის რისკს. გარდა ამისა, ვიტამინი E მიღება აუმჯობესებს მხედველობას იმ ადამიანებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თვალის ლაზერული ოპერაცია.

4.თუთია

კვლევებმა აჩვენა, რომ თუთია სხვა ვიტამინებთან ერთად იცავს ბადურას და ამცირებს მაკულარული დეგენერაციის რისკს. თუთია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას (ის ჩართულია 100-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში) და უზრუნველყოფს ნარჩენების სათანადო აღმოფხვრას, რომლითაც ებრძვის ანთებას და უჯრედულ დაზიანებას.

თუთია თვალის ქსოვილის შემადგენელი ნაწილია, ამიტომაც ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უჯრედების სწორ დაყოფასა და ზრდაში, ჯანსაღი მიმოქცევის შენარჩუნებაში, აკონტროლებს ჰორმონების დაბალანსებას, რომლებიც ხელს უშლის აუტოიმუნურ რეაქციებს.

ადამიანის ორგანიზმში თუთია დამოუკიდებლად არ ასინთეზირდება ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია საკვებიდან(თევზი, ხორციდა თხილი), ან საკვები დანამატის სახით.

5. ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი)

ამერიკული სამედიცინო ოფთალმოლოგიის ჟურნალის თანახმად, აუცილებელია A ვიტამინის ადეკვატური მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ ქსეროფთალმია და ღამის სიბრმავე.

ვიტამინი A არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ერბრძვის მხედველობის იმ დარღვევებს რომელიც გამოწვეულია დეგენერაციული პირობებით, ასეთებია: კატარაქტა და მაკულარული დეგენერაცია. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ვიტამინი A სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად ხელს უწყობს ნეიროპათიის (ნერვის დაზიანება)პროგრესირების შენელებას.

6. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს არაერთი სარგებელი აქვს. თუთიის მსგავსად, ომეგა 3 სინთეზირება სხეულს დამოუკიდებლად არ შეუძლია, ხოლო განსაკუთრებული დეფიციტი აღენიშნება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარენ დიდი რაოდენობით დამუშავებულ საკვებს, ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ზეთებს და მათ, ვინც ვეგანურ ან ვეგეტარიანულ დიეტაზე არიან.

ომეგა 3 იმდენად ძლიერად იცავს ქსოვილს, რომ ერთი ერთი აუცილებელია ქსოვილის ქრონიკული დაზიანებისას.(ართრიტი და გულის დაავადებები.) ომეგა -3 ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ამცირებს ანთებით რეაქციებს. გარდა ამისა, ომეგა 3 აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის უჯრედების მუტაციას.