თერმოგენური ინგრედიენტები ძირითადად გვხვდება დიეტურ საკვებდანამატებში. ისინი ეყრდნობიან კონცეფციას, რომელსაც ეწოდება თერმოგენეზი. ამ პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში სხეულში მცირდება ცხიმის მასა. თერმოგენეზი, მარტივად რომ ვთქვათ, არის სითბოს წარმოება. თერმოგენური დანამატები ზრდის ორგანიზმში სითბოს გამომუშავებას, ამიტომ სხეული ცხიმს იყენებს როგორც ენერგის საშუალებას.
თერმოგენურ საკვებდანამატებში არსებული აქტიური ინგრედიენტები განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ ინგრედიენტებიდან უმეტესი მათგანი ბუნებრივია, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ მათი გამოყენების წესი და ის თუ როგორ მუშაობენ.
ამიტომაც, მოდი განვიხილოთ ყველაზე პოპულარული ინგრედიენტიები და ვისაუბროთ მათი მუშაობის პრინციპზე.
კოფეინი
კოფეინი არის ნაერთი, რომელიც მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სტიმულატორი, ზრდის ენერგიის დონესა და სიფხიზლეს, რაც ხელს უწყობს დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლას. კოფეინი ბუნებრივად გვხვდება ბევრ საკვებ წყაროში, მათ შორის ყავასა და ჩაიში.
მეორეს მხრივ, არსებობს კოფეინის საკვებდანამატები, რომელიც მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებით, ან ხდება მათ სინთეზური წარმოება. კოფეინი სწრაფი და საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა ენერგიის და ცხიმის წვის გაუმჯობესების კუთხით.
ენერგიული და მეტაბოლური მოქმედების გარდა, კოფეინს ჯანმრთელობის უნიკალური სარგებელიც გააჩნია. არაერთმა, კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინის მოხმარება ამცირებს დეპრესიის რისკებს, რომელიც ძალიან გავრცელებულია.
ტაურინი
ტაურინი არის ამინომჟავის ტიპი, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა ქსოვილში. მის სინთეზირებას ორგანიზმი დამოუკიდებლად ახდენს.
ტაურინს ასევე უწოდებენ „ყველაზე უხვ ამინომჟავას“ რადგან იგი გვხვდება ისეთ ადგილებში როგორიცაა: გული, თვალის ბადურა, ჩონჩხის კუნთები, ტვინი და იმუნური უჯრედები.
ტაურინი ხშირად გამოიყენება ენერგეტიკულ სასმელებსა და საკვებდანამატებში. იგი ფართოდ ხელმისაწვდომია საკვებდანამატის სახით და დიდად სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ტაურინის დეფიციტი. ტაურინის დაბალი კონცენტრაცია შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დარღვებები როგორიცაა, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანებს.
ითვლება, რომ ის დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ სარგებელთან, როგორიცაა ვარჯიშის დროს ცხიმების წვის გაზრდა და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
გუარანა
გუარანა მცენარის სახეობაა და მისი სამშობლო ამაზონია. ეს მცენარე ფასდება მისი ძლიერი ნაყოფის თესლით, სადაც საკმაოდ მაღალია კოფეინის შემცველობა. ტაურინის მსგავსად, მასაც ხშირად იყენებენ, როგორც საკვებდანამატს ენერგეტიკულ სასმელში. გუარანას კოფეინის შემცველობის გამო, საკმაოდ ღირებული ჯანმრთელობის სარგებელი გააჩნია.
ფიზიკური დაღლილობის და ცხიმისწვის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, გუარანა ასევე დაგეხმარებათ გონებრივი ფოკუსის გაუმჯობესებაში. ერთმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Appetite-ში, აჩვენა, რომ გუარა მნიშვნელოვნად ამცირებს გონებრივი დაღლილობას, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია სტრესთან, რუტინულ ცხოვრებასა და სამსახურთან.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი
მწვანე ჩაიში შეხვდებით ღირებულ ანტიოქსიდანტენს, რომელსაც კატექინები ეწოდება. ეს ნაერთის აუმჯობესებს მეტაბოლიზმის მუშაობას, რაც პირდაპირ კავშირშია წონის კლებასთან.
მკვლევარების მიერ დადგენილია, რომ კატექინები კოფეინთან და L-კარნიტინთან ერთად, გაცილებით ეფექტურია წონის კლების და მისი შენარჩუნების კუთხით.
მწვანე ჩაის კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა გააჩნია. მის შემადგენლობაში ვხვდებით ამინომჟავა L-თიანინს.
L-theanine-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარგებელია, ხელი შეუწყოს რელაქსაციას და ებრძოლოს სტრესს. მას ასევე უწოდებენ „დამამშვიდებელ საშუალებას სედაციის გარეშე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ლ-თეანინს შეუძლია ისე გაუმკლავდეს სტრესს, რომ არ იგრძნოთ ლეთარგიულობა ან დაღლილობა.
თეანინი ასევე ზრდის ტვინის ალფა ტალღებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან როგორიცაა, კონცენტრაციის ზრდა და გონებრივი სიფხიზლე.
იოჰიმბინი
იოჰიმბინიც არის მცენარეული დანამატი. იგი ძირითადად გამოიყენება ძლიერ თერმოგენულ ცხიმწველებში, კაფსულის ან ტაბლეტის სახით.
იოჰიმბინს საკმაოდ ძლიერი უნარი აქვს ცხიმისწვის კუთხით. იოჰომბინი შედარებით რბილი ტიპის სტიმულატორია. მიუხედავად ამისა, სწორად შერჩეულ კვების გეგმასთან ერთად საკმაოდ ეფექტურია. იგი ზრდის ენერგიის დონეს, დადებითი გავლენა აქვს მადის შემცირებასა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებაზე. ეს ყველა პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფს უშუალოდ ცხიმის წვას და კუნთოვანი მასის შენარჩუნება/ზრდის ხელშეწყობას.
იოჰიმბინის მოქმედების მექანიზმი მოიცავს ლიპოლიზის გაძლიერებას (ცხიმების და სხვა ლიპიდების დაშლა ცხიმოვანი მჟავების სისხლში გამოთავისუფლებით) როგორც ვარჯიშის დროს, ასევე მის შემდეგ.
ჟოლოს კეტონები
კეტოგენური დიეტა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული და ჩამოყალიბებული, რა დროსაც წონის კლება ძირითადად ნახშირწყლების შეზღუდვის შედეგად მიმდინარეობს. დაბალი ნახშირწყლების დროს, ორგანიზმში ცხიმისწვის პროცესი უფრო მეტად მარტივდება.
სხეულს შეუძლია წონაში დაკლება კეტოგენურ გარემოებაში ყოფნისას, თუმცა ამ მდგომარეობაში სტაბილურად დარჩენა არც ისე ადვილია. ნახშირწყლებისადმი ლტოლვა ბუნებრივი მომენტია, ამიტომაც ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამ დიეტის დაცვა.
ჟოლოს კეტონები დაგეხმარებათ მიაღწიოთ კეტოზის სარგებელს (კეტოზი არის მეტაბოლური მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მატულობს კეტონების კონცენტრაცია, ხოლო კეტონები აქტიური ნაერთებია, რომლებიც სხეულს ეხმარება ცხიმის მეტაბოლიზირებაში), ასევე იგი ნახშირწყლების შეზღუდვის შედეგად მიღებულ დისკომფორტსაც შეგიმსუბუქებთ. ეს ყველაფერი მიმდინარეობს შემდეგი პრინციპით: კეტონები სიგნალს აძლევენ სხეულს, რომ კეტოზი მიღწეულია, რის შემდგომაც იწყება ცხიმის წვის პროცესის აქტიურ წარმართვა.