ტაურინი
ტაურინი, იგივე ამინოეთანსულფონის მჟავა, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა ნაწილში და ითვლება ერთ ერთ ყველაზე უხვ საკვებ ნივთიერებად ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ კი: გულში, ჩონჩხის კუნთებში, ტვინში და იმუნურ უჯრედებში.
სიტყვა "ტაურინი" მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან taurus, ის პირველად 1827 წელს გერმანელმა მეცნიერებმა ფრიდრიხ ტიდემანმა და ლეოპოლდ გმელინმა აღმოაჩინეს.
ტაურინი კლასიფიცირდება როგორც ძირითადი ამინომჟავა, რომელიც ჩართულია ჯანმრთელობის თითქმის ყველა ასპექტში, გულის ჯანმრთელობიდან დაწყებული ტვინის ფუნქციონირებით დამთავრებული. ხოლო 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებულმა კვლევამ ტაურინი სიცოცხლის ხანგრძლივობასაც კი დაუკავშირა.
ტაურინი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კუნთის უჯრედებში. იგი არეგულირებს კალციუმის იონების მოძრაობას, რაც დაკავშირებულია ბევრ აუცილებელ ფუნქციასთან. მაგალითად: ATP-ის მუშაობა, სადაც უჯრედის ენერგეტიკული მოლეკულები ყალიბდება. სითხის ბალანსის რეგულირება, გლიკოლიზისა და გლიკოგენეზის სტიმულირება(ენერგეტიკული პროცესები). მარტივად რომ ვთქვათ, ტაურინი, მონაწილეობს როგორც ორგანიზმის ენერგიის გამომუშავებასა და კუნთების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პროცესებში. ამიტომაც არიან მკვლევარები მოხიბლული ტაურინის შესაძლებლობებით.
სარგებელი
პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება
ტაურინი ეხმარება ტვინის უჯრედებს რეგენერაციის პროცესში, რაც სასარგებლოა ისეთი ნეიროდეგენერაციული პირობების სამკურნალოდ, როგორიცაა პარკინსონის დაავადება.
პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ტაურინის დაბალი დონე, რაც შემდგომში იწვევს მთელ რიგ პრობლემებს.
პარკინსონის დაავადებას თან ახლავს მიტოქონდრიული ფუნქციის(უჯრედის ''ელექტროსადგური’’, ის შლის საწვავ მოლეკულებს და მათში ჩადებულ ენერგიას უჯრედული სუნთქვის პროცესში „ამოიღებს" უჯრედის მიერ გამოსაყენებლად) დარღვევა. უახლესი კველევების საფუძველზე ტაურინი ამცირებს ზემოთხსენებულ სიმპტომებს, მიტოქონდრიულ ფუნქციაში ჩართული სპეციფიკური ფერმენტის აქტივობის მეშვეობით.
ამცირებს მეტაბოლურ სინდრომს
მეტაბოლური სინდრომი ეს არის მდგომარეობათა ჯგუფი, რომელიც ზრდის გულის დაავადებების, ინსულტის და დიაბეტის რისკს. მსგავსი სინდრომის დროს, ჩნდება ისეთი პრობლემები როგორიცაა: არტერიულ წნევა, მუცლის ჭარბი ცხიმი, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებულ დონე და ასე შემდეგ.
ტაურინს აქვს „ეფექტური მოქმედება მეტაბოლური სინდრომის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს ტრიგლიცერიდების შემცირებას სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, აუმჯობესებს ინსულინის წინააღმდეგობას რაც არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზაციის პროცესს.
თუმცა მეტაბოლური სინდრომის მოსაგვარებლად, რეკომენდირებულია ტაურინის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობით.
პაროდონტის დაავადება
ტაურინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რაც ნიშნავს, რომ იგი ორგანიზმს ეხმარება მავნე თავისუფალ რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებაში.
ზოგიერთი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ტაურინი ეფექტურია პაროდონტის დაავადების სამკურნალოდ, რომელიც არის ღრძილების ინფექცია და ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ღრძილების არასათანადო მოვლის გამო.
ინდოეთის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტაურინის მიღება ქრონიკული პაროდონტიტის მქონე ადამიანებში ამცირებს ჟანგვითი სტრესს ღრძილებსა და სისხლში, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ფიზიკური აქტივობა
ტაურინის საკვებდანამატების სარგებელი დაკავშირებულია მის ეფექტთან და კუნთოვან ქსოვილზე. ვარჯიშის შემდეგ ტაურინის მაღალი დონე აუმჯობესებს აღდგენით პროცესებს და ამცირებს კუნთოვანი ქსოვილის ოქსიდაციურ სტრესს.
როგორც ჩანს, ტაურინი მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასევე აუმჯობესებს ორგანიზმის აღდგენის რეაქციას. ამრიგად, ვარჯიშისას მან შეიძლება ორი მიმართულებით იმუშაოს როგორც დაზიანებისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად, ასევე კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად.
ამას მოწმობს ის ფაქტიც რომ ტაურინი არის ენერგეტიკული სასმელების ერთ ერთი მთავარი ინგრედიენტი. მისი გამოყენება კოფეინთან ერთად კომბინაციაში ზრდის ერგოგენურ ეფექტს.
საერთო ჯამში, ტაურინის ყველაზე სასურველი პოტენციური ზემოქმედება დაკავშირებულია შრომისუნარიანობის გაზრდილ შესაძლებლობებთან.