„სუპერ საკვები“ და „ქოქოსი“, ეს არის ის ორი სიტყვა, რომელიც ერთად ძალიან ხშირად ითქმის. ქოქოსი არის ხილი, რომელიც მიეკუთვნება Cocos nucifera-ს ოჯახს. (პალმის ერთ ერთი სახეობა). ქოქოსის რამდენიმე სახეობა გვხვდება მთელ მსოფლიოში და მისი გემო განსხვავდება ნიადაგის ტუტეობის მიხედვით. მისი გარე ნაწილი მწვანე ფერისაა, რომელიც მომწიფებისას ყავისფერი ხდება. მყარი გარსის ქვეშ კი გააჩნია თეთრი ტექსტურა ხორცისმაგვარი, რომელიც საკვებად ვარგისია. ქოქოსი ბუნებრივი სახით შეიცავს წყლისმაგვარ სითხეს, რომელსაც აქვს მოტკბო გემო.
ქოქოსისგან დამზადებული რამდენიმე სახის პროდუქტი არსებობს, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. განსაკუთრებით ქოქოსი დიდი პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოსა და სხეულის მოვლაში. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, თუ რა დადებითი სარგებელი გააჩნია მის გამოყენებას.
ბოჭკოვანი შემცველობა
ქოქოსი მდიდარია ბოჭკოვანი ნუტრიენტებით, კერძოდ მისი შემადგენლობის 61%-ი ბოჭკოა. ქოქოსში არსებული ბოჭკო განსაკუთრებულად სასარგებლოა, რადგან იგი ანელებს გლუკოზის გამოყოფას, რომელიც შემდგომგადააქვს უჯრედში, სადაც გარდაიქმნება ენერგიად. ეს პროცესი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციას და სისხლში გლუკოზის ათვისებას, რაც ხელს უწყობს გლიკემიური ლტოლვის შემცირებას. ქოქოსი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების სხვა ნაწლავურ დარღვევებთან.
ქოქოსში არსებული ბოჭკოს მეშვეობით, ორგანიზმში გაცილებით უკეთ მიმდინარეობსსაკვები ნივთიერებებისა და მინერალების შეწოვა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობსსისხლში შაქრის ბალანსს, ასევე პანკრეასის და ფერმენტული სისტემების სტრესის მოხსნას, რაც საერთო ჯამში ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.
იმუნიტეტი
ქოქოსი აძლიერებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. მას გააჩნია ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედებები. ქოქოსი წინააღმდეგობას უწევს და ებრძვისბაქტერიებს, რომელიც იწვევს მრავალდაავადებას. თუ ყოველდღიურ რაციონში გექნებათ ქოქოსი, ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი დაავადებები როგორიცაა ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექცია და მიკრობებით გამოწვეული სხვა დაავადებები.
მუცლის ცხიმის შემცირება
ქოქოსი ეფექტიანად ებრძვის მუცლის ღრუს ცხიმებს, ეს გახლავთ ყველაზე საშიში ტიპისცხიმი, რომელიც შესაძლოა არაერთი სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ყოველდღიურად ქოქოსის მიღებამნიშვნელოვნად ამცირებს წელის გარშემოწერილობას.
ქოქოსი შეიცავს ჯანსაღი რაოდენობით ბოჭკოს და MCT- ის. ეს არის საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, რომლებიც სხვა სახის ცხიმებისგან განსხვავებით ორგანიზმში მეტაბოლიზდება. MCT- ი ითვლება როგორც ენერგიის უშუალო წყარო, რომელიც გადის სამსაფეხურიან პროცესს, რის შემდგომაც იგი გარდაიქმნება როგორც საწვავიორგანიზმისთვის. MCT-ები უფრო ადვილად თვისდება ვიდრე სხვა ცხიმები. ის უფრო მცირე ზომისაა, რაც უჯრედებში მისგამტარიანობის ამარტივებს. MCT არ ინახება როგორც ცხიმი. ის მუშავდება ღვიძლის მიერ და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება ენერგიად.
ქოქოსი ზოგადი ცხიმისწვის დროსაც ძალიან პრაქტიკული საშუალებაა. ქოქოსის ზეთში ნაპოვნი ტრიგლიცერიდები 24 საათის განმავლობაში 5%-ით ზრდის ენერგიის ხარჯვას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს წონის კლებას. ასევე ქოქოსი, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, რომელიცპირდაპირ კავშირშია ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზებასთან, როგორც კეტონები, რომლებსაც აქვთ მადის დაქვეითების ეფექტი. ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ქოქოსის პროდუქტებს, კვების თვალსაზრისით უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ.
გარდა ამისა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ხელს უწყობს ტვინის და მეხსიერების ფუნქციის გაუმჯობესებას, ანთების შემცირებას და კარგი (HDL) ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებას.
კანის ჯანმრთელობა
ქოქოსის გამოყენება ძალიან სასარგებლოაკანისთვის, განსაკუთრებით კი ქოქოსი სცხიმი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტოლოგიაში. ორგანული ქოქოსის ზეთის გამოყენება ებრძვის კანზე ანთებას და სიწითლეს, ასევე შესანიშნავად ატენიანებს მას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
რადგანაც ქოქოსი ბუნებრივი სახით შეიცავს ცხიმის მაღალ კონცენტრაციას, ის ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ცხიმში ხსნადი A და Eვიტამინების უკეთ ათვისებაში. ორივე ვიტამინი ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტად, რომელიც იცავს და აღადგენს კანს.(გაითვალისწინეთ, რომ ქოქოსის ზეთი არის კომედოგენური, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ფორების ჩაკეტვა, ამიტომ იმ ადამიანებს ვისაც აქვს აკნეს ქრონიკული მიდრეკილება უნდა მოერიდონ მის გამოყენებას)
ქოქოსის წყალს ხშირად იყენებენ ცხიმიანი კანის სამკურნალოდ. ის აშორებს ზედმეტცხიმს და სტაბილურად ინარჩუნებს კანისტონს. ქოქოსის წყალი ასევე ძალიანეფექტურია აკნეს და შავი წერტილოვანილაქების მოსაშორებლად. ამ მიზნით,ქოქოსის წყალს ხშირად ურევენ ერთ ჩაის კოვზ კურკუმას, მათი ერთობლივი მიღებაკანს დამატებით ბზინვარებას სძენს.
კულინარია
ქოქოსის შაქარი მზადდება ქოქოსისყვავილის კვირტისგან, რომელიც ხარშვის დროს გარდაიქმნება ყავისფერ ტკბილ გრანულებად. ქოქოსის შაქარს აქტიურად იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა ტიპისდესერტის მოსამზადებლად.
ქოქოსის შაქარი პოპულარული დამატკბობელია ბევრ ვეგანურ დიეტაში, რადგან ის არის მცენარეული და მინიმალურად დამუშავებული. იმის გამო, რომ ქოქოსის შაქარი არის მცენარეული, იგი ითვლება როგორც ბუნებრივი დამატკბობელი.
ქოქოსის შაქარი ინარჩუნებს ქოქოსის ყვავილში არსებულ ბევრ საკვებ ნივთიერებას, რკინას, თუთიას, კალციუმს და კალიუმს. ამ ნუტრიენტებს შეუძლიათ ორგანიზმის მხარდაჭერა მრავალი გზით.ქოქოსის შაქარი ასევე შეიცავს ხსნად ბოჭკოვან ინულინს, რომელიც მიეკუთვნება პოლისაქარიდების (რთული მოლეკულური ნახშირწყლები) ჯგუფს. ინულინი სისხლში,შაქრის მინიმალურ მატებას იწვევს.
ქოქოსის სიროფი მზადდება მომწიფებულ ქოქოსის ყვავილში ნაპოვნი ექტრაქტისგან.გამორჩეული სარგებელი, რომელიც ორგანულ ქოქოსის სიროფს აქვს არის ის, რომ მას გააჩნია დაბალი გლიკემიური ინდექსი. ეს გახლავთ სტანდარტული საზომი, რომელიც ადგენს ამა თუ იმ საკვების ტიპს, რა გავლენა აქვს სისხლში შაქრის დონეზე.კონცენტრირებულ დამატკბობლებს, როგორც წესი, გააჩნიათ მაღალი გლიკემიური ინდექსი. მაგალითად ლეწრმის შაქარს (58-65) სიმინდის სიროფს (87) ხოლო ქოქოსის სიროფს მხოლოდ 35.
ქოქოსის სიროფში შეხვდებით 17 სხვადასხვა სახის ამინომჟავებს (გლუტამინი, სერინი, ტრეონინი და ასე შემდეგ), განსაკუთრებით მისი გამოყენება პრაქტიკულია მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, რადგან ამ დროს ორგანიმზში ამინომჟავების განსაკუთრებული საჭიროება იქმნება.
ორგანული ქოქოსის სიროფი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს.( სპილენძს, მანგანუმს, კალიუმს, B ჯგუფის 12 ვიტამინს.) მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, აუცილებელია ორგანიზმში ცხიმის განაწილებისთვის, ნერვული სისტემის მუშაობისთვის და ქოლესტერინის მეტაბოლიზირებისთვის.
ორგანულ ქოქოსის სიროფს დაახლოებითყავისფერი შაქრის მსგავსი გემო აქვს, ამიტომ მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ კერძსა თუ რეცეპტში.