სუპერ პროდუქტი გარცინია კამბოგია

ჩვენს დროში ჭარბი წონა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ მასთან ბრძოლას.

წონის კლება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული და მათგან ერთ ერთია სწორად შერჩეული საკვებდანამატები.

საკვებდანამატების ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი წონის კლების კუთხით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მცენარე გარცინია კამბორგია, ასევე ცნობილია როგორც Malabar Tamarind ან brindle berry. ეს არის მცენარე, რომლის სამშობლოც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც მას ხშირად იყენებენ საკვებში.

გარცინია კამბოგია შეერთებულ შტატებშიც ძალიან უყვართ, რადგან იგი ხშირად გამოიყენება საკვებდანამატის სახით.

გარცინია კამბორგია რამდენიმე მიმართულებით ებრძვის ზედმეტ წონას. ესენია: ცხიმისწვა,  ნაწლავების პრობლემების შემსუბუქება, მადის და ქოლესტერინის შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ გარცინია კამბორგიას სარგებელი არაერთია, მეცნიერება დღემდე იკვლევს მის შესაძლებლობებს.

მუშაობის პრინციპი

გარცინია კამბოგიის ნაყოფის ქერქში, არსებობს აქტიური ნივთიერება, რომელსაც ეწოდება ჰიდროქსიციტრიუმის მჟავა. იგი ბლოკავს ფერმენტ ციტრატ ლიაზას, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ცხიმის შესაქმნელად.

როგორ უწყობს ხელს წონის დაკლებას?

გარცინია კამბოგიას წონის კლების დროს მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით, რომელსაც ჩატარებული კვლევების საფუძველზე გაგაცნობთ.

1. მადის შემცირება

კვლევებმა აჩვენა, რომ გარცინია კამბოგიის საკვებდანამატები მკვეთრად ამცირებს მადას. იგი შესამჩნევად თრგუნავს მადას და ამის გარდა არ გაქვთ სიცარიელის შეგრძნება, რაც ხშირ შემთხვევაში დიეტის მთავარი მინუსია.

ამ მექანიზმის კვლევა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ გარცინია კამბოგიაში არსებული აქტიური ინგრედიენტები ზრდის თავის ტვინში სეროტონინის დონეს.

ვინაიდან სეროტონინის ერთ ერთი მოვალეობაა მადის დათრგუნვა, სისხლში მისი მატებისას მცირდება მადა.

2. ცხიმის წარმოების დაბლოკვა

გარცინია კამბოგია გავლენას ახდენს ცხიმებზე და ახალი ცხიმოვანი მჟავების წარმოებაზე.

კვლევები აჩვენებს, რომ მას შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ცხიმის დონე და ოქსიდაციური სტრესი ორგანიზმში, რა დროსაც ირღვევა მეტაბოლური მუშაობა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს წონის კონტროლზე.

გარცინია კამბოგია განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის ცხიმის შესამცირებლად, რომელიც ყველაზე პრობლემური ადგილია ჭარბწონიან ადამიანებში.

ამას ადასტურებს კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჭარბწონიანმა ადამიანებმა, ისინი იღებდნენ 2800 მგ გარცინია კამბოგიას ყოველდღიურად რვა კვირის განმავლობაში და მათ მკვეთრად გააუმჯობესეს:

საერთო ქოლესტერინის დონე: 6,3%-ით

"ცუდი" LDL ქოლესტერინის დონე: 12.3%-ით

„კარგი“ HDL ქოლესტერინის დონე: 10,7%-ით

სისხლში ტრიგლიცერიდები: 8,6%-ით

ცხიმის მეტაბოლიტები: 125-258% გამოყოფა შარდის სახით.

ამ ეფექტების მთავარი მიზეზი ის არის, რომ გარცინია კამბოგია აინჰიბირებს ფერმენტს, რომელსაც ეწოდება ციტრატ ლიაზა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმის წარმოებაში.

დადასტურებულია, რომ გარცინია კამბოგია ციტრატ ლიაზას ინჰიბირებით ანელებს ან ბლოკავს ცხიმის გამომუშავებას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ ამცირებს  სისხლში ცხიმის მატების რისკს.

გარცინია კამბოგიას დამატებითი სარგებელი არის თავის ტვინში სეროტონინის სტიმულირება.

სეროტონინი არის ტვინის სასიგნალო მოლეკულა, რომელიც გადასცემს სიგნალებს სხეულში არსებულ ნერვულ უჯრედებს, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ ტვინმა განახორციელოს იმ წუთისთვის აუცილებელი ფუნქციები.

სეროტონინის მეშვეობით ტვინი აგზავნის სიგნალებს ერთი უბნიდან მეორეში. ასევე აკონტროლებს ნერვულ აქტივობას და ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს ნეიროფსიქოლოგიური პროცესებში.

ამიტომაც არის, რომ სეროტონინის დაბალმა კონცენტრაციან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანს.(დეპრესია, მოტივაციის და განწყობის დაქვეითება)