სელენის ანტიოქსიდანტური ბენეფიტები

სელენი არის აუცილებელი მინერალია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, მათ შორის მეტაბოლიზმსა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში.

ანტიოქსიდანტური ეფექტის გამო, სელენის სათანადო დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ამ ბლოგში განვიხილავთ სელენის ჯანმრთელობის სარგებელს, რომლებიც მხარდაჭერილია მეცნიერების მიერ.

სელენი ხელს უშლის კატარაქტის წარმოქმნას

სელენის სათანადო დონის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია კატარაქტის წარმოქმნისგან დასაცავად. კვლევებმა აჩვენა, რომ სელენის შემცველობა იმ ადამიანებში ვისაც კატარაქტა აქვს 15%-ია, ხოლო თავისუფალი რადიკალების დონე 25-ჯერ აღემატება ნორმალურ დონეს.

იმუნური ფუნქციის მხარდაჭერა

სელენი გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ყველა კომპონენტზე, მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების განვითარებასა და ექსპრესიაზე. სელენის დეფიციტი იწვევს იმუნური ფუნქციის დაქვეითებას.

სელენის დეფიციტი აფერხებს ინფექციის მიმართ რეზისტენტობას სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციის დარღვევის გამო, ხოლო სელენის საკვებდანამატები(200 მკგ/დღეში) პირიქით, ასტიმულირებს მათ.

ინფორმაციისთვის: სისხლის თეთრი უჯრედები, ცნობილია როგორც "ბუნებრივი მკვლელი უჯრედები" კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

სელენი მნიშვნელოვანია ორსულობის დროს

სელენი აუცილებელია ნაყოფის სწორი ზრდისა და განვითარებისთვის. როგორც ჩანს, სელენის მოთხოვნილება იზრდება ორსულობის დროს, რადგან სისხლში სელენის კონცენტრაცია უფრო დაბალია ორსულობის დროს, განსაკუთრებით მოგვიანებით ეტაპებზე.

სელენი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის.

სელენის დაბალი დონე ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან.

სელენის დაბალი დონის თავიდან ასაცილებლად ფარისებრი ჯირკვალი აგროვებს, ინარჩუნებს და ამუშავებს სელენს სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით. ფარისებრი ჯირკვალში სელენის შემცველობა არ არის დაკავშირებული სისხლში სელენის დონესთან.

სელენის ადეკვატური მიღება საკვებდანამატის სახით, როგორც ჩანს, საუკეთესო საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის.

სელენის ფორმები საკვებ დანამატებში

ბაზარზე სელენის პოპულარული ფორმებია ნატრიუმის სელენიტი, სელენომეთიონინი და საფუარისაგან მიღებული სელენი.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ არაორგანული მარილები, როგორიცაა ნატრიუმის სელენიტი, ნაკლებად ეფექტურად შეიწოვება და არც ისე ბიოლოგიურად აქტიურია სელენის ორგანულ ფორმებთან შედარებით. (სელენომეთიონინი და სელენით მდიდარი საფუარი.)

რაც შეეხენა დოზირებას, დღიურ რეკომენდაციაა 50-დან 200 მკგ-მდე დღეში.