საუკეთესო საკვებდანამატები სპორსტმენებისთვის - კალათბურთი.

კალათბურთის სათამაშო სტილი ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა. დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკურ მომზადებას და თამაშის ტემპს.

კალათბურთი ახლა უფრო დინამიურია, ვიდრე ოდესმე.

უცხო ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით რომ კალათბურთი ფიზიკურად ძალიან “მომთხოვნი სპორტია”

ამიტომაც ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ, იმ საკვებდანამატებზე, რომლის გამოყენებაც დაგეხმარებათ  კალათბურთის თამაშის შესაბამისი ფიზიკური კონდიცინები გქონდეთ. ეს რჩევები დაეხმარება როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.

კრეატინის მონოჰიდრატი

კრეატინის მონოჰიდრატი არის საკვებდანამატი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ორგანიზმის ATP სისტემაზე. ეს არის ორგანიზმში არსებული ველი, სადაც ინახება ენერგია.

არაერთი კვლევა ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტიანია კრეატინის დამატება სპორტული კონდიციების გასაუმჯობესებლად.

კრეატინი ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, აუმჯობესებს გამძლეობას და კოგნიტურ ფუნქციას, რაც ერთ ერთი მთავარი ფაქტორია კალათბურის თამაშის დროს.

კრეატინის მიღება შესაძლებელია თამაშის ან ვარჯიშის წინ.

ელექტროლიტები და სწრაფად მოქმედი ნახშირწყლები

არსებობს ოთხი მინერალი, რომლებსაც ორგანიზმი განსაკუთრებით კალათბურთის თამაშისას ოფლის გამო კარგავს: კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და კალციუმი. მათ ასევე ელექტროლიტების სახელითაც იცნობენ.

ელექტროლიტები ხელს უწყობს კალათბურთის თამაშის დროს დაკარგული დაკარგული საკვები ნივთიერებების შევსებას.

პერიოდული კუნთის სპაზმები ფაქტიურად ყველა კალათბურთელს აწუხებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი კარგავს ერთ ერთ მნიშვნელოვან მინერალს, მაგნიუმს.

ელექტროლიტური დანამატის მიღებამ ვარჯიშის ან თამაშის დროსაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კუნთის სპაზმები.(იგივე კრუნჩხვები)

ელექტროლიტებთან ერთად იდეალური იქნება სწრაფად მოქმედი ნახშირწყლოვანი საკვებდანამატების გამოყენება, რომლის მეშვეობითაც კუნთებში შეავსებთ გლიკოგენის მარაგს.

BCAA

ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი არის სამი ამინომჟავა, რომლებიც ქმნიან განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავებს (BCAA), მათ ასევე უწოდებენ არსებით ამინომჟავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული მათ ბუნებრივად არ გამოიმუშავებს, მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებიდან ან საკვებიდანამატის სახით.

ფიზიკური აქიტივობის დროს, მათი შორის კალათბურთის თამაშისას, BCAA წარმოადგენს კუნთების „საწვავს“. მისი მეშვეობით გლიკოგენის მარაგების სწორი გამოყენება ხდება.

BCAA ასევე ამცირებს თამაშის შემდგომ კუნთებში ტკივილს, დაღლილობას და ხელს უშლის კატაბოლური პროცესების განვითარებას.

BCAA-ის და ელექტროლიტური დანამატების ერთად დაწყვილება ქმნის შესანიშნავ კომბინაციას კუნთებში, ენერგიის საწვავის შესანარჩუნებლად და სხეულის დასატენიანებლად.

ZMA

ცუდმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს მოდუნება და მოედანზე ყურადღების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ შეაფერხებს თქვენს შესაძლებლობებს კალათბურთის თამაშის დროს.

გარდა ამისა, ადამიანი რომელსაც არ სძინავს ხარისხიანად უფრო მარტივად ღიზიანდება, რამაც შეიძლება კალათბურთის თამაშის დროს შეცდომისკენ ან არასწორი მოქმედებისკენ გიბიძგოთ.  

ZMA ასევე კვალიფიცირდება, როგორც “დიდი სამეული” რომელშიც გაერთიანებულია მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინის B6 კომბინაცია, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ძილი ხარისხის გაუმჯობესებასთან.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მაგნიუმი და თუთიაც იკარგება ოფლის გამო, ამ მინერალების დონის შევსება ეხმარება ორგანიზმს ტესტოსტერონის გამომუშავებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია კუნთების მასასთან და წონის დაკლებასთან.

კოლაგენი

კოლაგენი მიეკუთვნება ცილის ერთ ერთ სახეობას. კოლაგენი ერთ ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახსრების დაზიანების პრევენციასა და კუნთების აშენებაში.

კალათბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მუხლის ტრავმა.

კოლაგენი ხელს უწყობს ხრტილის სიმკვრივის შენარჩუნებას, სახსრებისა და ძვლების გაძლიერებას და ვარჯიშის შემდეგ სახსრების ტკივილის შემსუბუქებას.

ამიტომაც, კალათბურთის თამაშის დროს, პერიოდულად გამოიყენეთ კოლაგენის საკვებდანამატები, რათა თავიდან აიცილოთ ტრამვის გართულებები.