უძველესი დროიდან, საქონლის ხორცს და ორგანოებს განსაკუთრებული კვებითი ღირებულებები აქვს. თუმცა, ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა სარგებელი აქვს საქონლის ხორცს და საკვებდანამატებს.
სოციალური მედიის ინფლუენსერების აღზევებასთან ერთად, რომლებიც ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების უწევენ პოპულარიზაციას, საქონლის ხორცი, ორგანოები და მათზე დამზადებული საკვებდანამატები მოულოდნელად ყურადღების ცენტრში მოექცა.
სოციალური მედიის ყურადღების მიუხედავად, საქონლის ხორცის და მისი ორგანოების ადამიანის მიერ მოხმარება ახალი ნამდვილად არ არის. ცხოველის ორგანოებს, რომლებსაც ხშირად სუპერ პროდუქტებს უწოდებენ, საუკუნეებია მოიხმარენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
მაგალითად, შოტლანდიურ სამზარეულოს აქვს კერძი, რომელსაც “ჰაგისი” ჰქვია და რომელიც მზადდება გულის, ფილტვებისა და ღვიძლისგან.
ჩინურ სამზარეულოში შედის კერძი, რომელსაც “ნგაუ ზაპი ან ნგაუ ჩაპი” ჰქვია და რომელიც მზადდება ჩაშუშული საქონლის შიგნეულებისგან, როგორიცაა პანკრეასი და ელენთა.
ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა შეერთებული შტატები, სადაც ორგანოების ხორცი დიდად პოპულარული არ არის, თუმცა ბევრი ადამიანი საქონლის ღვიძლს მიირთმევს.
კლივლენდის კლინიკის სამედიცინო დაწესებულებების თანახმად, საქონლის ორგანოები ცილის მაღალმკვებავი წყაროა. მაგალითად, საქონლის ხორცის ორგანოები შეიცავს მიკრო და მაკროელემენტებს, როგორიცაა ცილა, ვიტამინები B, K და A. ისინი ასევე შეიცავენ მინერალებს: რკინა, თუთია და მაგნიუმი.
საქონლის ღვიძლი მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით, ამის გამო, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადია. ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ასრულებს მრავალ ფუნქციას, მაგრამ მისი მთავარი როლი სისხლის დეტოქსიკაციაა.
კლივლენდის კლინიკა იუწყება, რომ საქონლის ღვიძლი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა რკინა.
რკინა არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც ეხმარება სისხლს ჟანგბადის გადატანაში. რკინა ასევე აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. არსებობს რკინის ორი ტიპი: ჰემი და არაჰემი. არაჰემური რკინა ძირითადად მცენარეებში გვხვდება, ხოლო ჰემიური რკინა ცხოველურ წყაროებში, როგორიცაა საქონლის ორგანოები.
კვლევები აჩვენებს, რომ ჰემიური რკინა უფრო ბიოშეღწევადია, ვიდრე არაჰემიური რკინა. ეს ხელმისაწვდომობა აჩვენებს, რომ ჰემიური რკინა უფრო ადვილად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი რკინის დეფიციტია, რომელიც აწუხებს ბავშვების 40%-ზე მეტს და ქალების 30%-მდე მთელ მსოფლიოში.
რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომებია დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და ბავშვებში ზრდის შეფერხება. საქონლის ღვიძლზე დამზადებული საკვებ დანამატები ხელს უწყობს რკინადეფიციტური ანემიის შემსუბუქებას.კვლევები ვარაუდობენ, რომ ძროხის ღვიძლში რკინა 52 მიკროგრამამდე არსებობს.
ძროხის ღვიძლი ასევე მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი მონაწილეობს ძალიან ბევრ ფერმენტულ რეაქციებში, მათ შორის: თვალების, კანისა და ძლიერი იმუნური სისტემისთვის.
კვლევები ვარაუდობს, რომ A ვიტამინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებში და ნაწლავების ანთებითი დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი.
საქონლის ბაზაზე დამზადებული საკვებდანამატები ასევე მდიდარია, მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, ასევე სხვა საკვები ნივთიერებებით, მათ შორის ამინომჟავები და კოლაგენი.
კოლაგენი ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცილაა, რომელიც აუცილებელია გლუვი და ელასტიური კანისთვის.
ერთ-ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ კოლაგენის საკვებდანამატები აუმჯობესებს კანის დატენიანებას და ელასტიურობას ქალებში.
საქონლის ხორცზე დამზადებული საკვებდანამატები შეიძლება იყოს მრავალი ფორმით, ფხვნილებით დაწყებული, აბებით დამთავრებული.
ბევრი ადამიანისთვის საქონლის ხორცზე მეტად მასზე დამზადებული საკვებდანამატები უფრო მარტივი მისაღებია, რადგან საქონლის ხორცს აქვს სპეციფიკური სუნი და გემო, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ვერ იღებს მას. რაც შეეხება საკვებდანამატებს მათ არ აქვთ მაღალი ტექსტურა და გემო. ამ მიზეზით იგი საკმაოდ კომფორტული მისაღებია.