რომელი საკვები დანამატები მივიღოთ ენერგიის ზრდისთვის

საკვები დანამატების ინდუსტრია აერთიანებს ბევრ ინგრედიენტს, რათა საერთო ჯამში შეიქმნას შედეგიანი პროდუქტი, რომელიც დადებითად იმოქმედებს ვარჯიშის ხარისხზე. თუმცა, რამდენადაც კარგია ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი, იმდენად შეიძლება დამაბნეველი იყოს მათი გამოყენება კომბინაციაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება უბრალოდ გსურთ რამდენიმე საკვები დანამატის ერთდროულად გამოყენება.

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ რომელი საკვები დანამატები გამოვიყენოთ კომბინაციაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანია გააუმჯობესოთ თქვენი ენერგიის ხარისხი.

 

კოფეინი (100-200 მგ)

იმისათვის, რომ ვარჯიშამდე საჭირო ენერგიული განწყობა აიმაღლოთ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი შეიძლება იყოს კოფეინი, რომელიც ითვლება მასტიმულირებელ ნივთიერებად. კოფეინი აუმჯობესებს ფოკუსირებას და ხელს უწყობს გონებრივ სიფხიზლეს. მისი გამოყენება კომბინაციაში განსაკუთრებით პრაქტიკული იქნება მათთვის, ვინც დილით ადრე ვარჯიშობს.

ასეთ დროს საჭიროა დაიცვათ გარკვეული თანმიმდევრობა: დაიწყეთ კოფეინის მიღება მცირე დოზით, მაგალითად, ჯერ მიიღეთ დაახლოებით 100 მგ. დოზა გაზარდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ საჭიროებას. არასოდეს გადააჭარბოთ 200 მგ-ს, კოფეინის გადამატებული დოზა ზედმეტად მოახდენს ორგანიზმის სტიმულაციას, რაც გამოიხატება უძილობასა და მოუსვენრობაში.

L- არგინინი (5გრ)

კოფეინთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ არგინინი. ცნობილია, რომ იგი ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს სისხლში, რაც თავის მხრივ, გაზრდის სისხლის ნაკადს თქვენს კუნთებში. ეს კი მინიმუმამდე ამცირებს დაღლილობას და ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობას.

 სისხლძარღვების გაფართოებით არგინინი სხეულში ქმნის ტუმბოს მსგავს ეფექტს.

როდესაც აზოტის ოქსიდი გამოიყოფა სისხლში, ის ამშვიდებს სისხლძარღვებს. ეს კი ხელს უწყობს ენდოთელიუმის უჯრედების მოდუნებას, რომელსაც გავლენა აქვს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

ლ-არგინინი ასუფთავებს სხეულს მავნე ნივთიერებებისგან, როგორიცაა ამიაკი. ასევე მას აქვს უნარი, რომ ორგანიზმში შეამსუბუქოს როგორც ტკივილი, ასევე მოუსვენრობა და შფოთი.

ბეტა-ალანინი

ენერგიის გაუმჯობესების კუთხით ბეტა-ალანინი ერთ-ერთი დომინანტი საკვებდანამატია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ ნახსენებ პროდუქტებთან ერთად,  ვარჯიშის წინ.

ბეტა ალანინი ზრდის კარნოზინის შემცველობას და აუმჯობესებს ვარჯიშის პროცესს. კარნოზინი არის ბუნებრივი მოლეკულა, რომელიც შედგება ორი ამინომჟავისგან, ჰისტიდინისა და ალანინისაგან. კარნოზინი ფუნქციონირებს "აგზნებად" ქსოვილებში, როგორიცაა კუნთები და ნერვული ქსოვილები, ხოლო ყველაზე მაღალ კონცენტრაციებს აღწევს ჩონჩხის კუნთებში, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სათანადო pH და ელექტრული მუხტის შენარჩუნება.

 ამ შესაძლებლობების გამო, ბეტა ალანინი ზრდის ვარჯიშის გამძლეობას, რაც დადებითად აისახება კუნთის მასის განვითარებაზე.

კომბინაციაში გამოიყენეთ დაახლოებით 2გრ ბეტა ალანინი.

ამინომჟავები

ვარჯიში რამდენადაც კარგია, იმდენად შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს კუნთოვანი ქსოვილებისთვის. ამიტომაც საჭიროა ჩვენი სხეული ვარჯიშისთვის წინასწარ მოვამზადოთ. ადამიანის სხეული გამოიმუშავებს საწყის ენერგიას ფოსფაგენის სისტემიდან (სხეულის ენერგეტიკული ველი), შემდეგ გლიკოგენისგან ( ნახშირწყლების ტიპი, რომელიც ფორმირდება და ინახება ღვიძლში და კუნთებში), რომელიც სინთეზირებულია გლუკოზის მეშვეობით.

ინტენსიური ვარჯიშის დროს, კუნთს აქვს ამინომჟავების მარაგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თავისუფალი ამინომჟავის აუზის სახელწოდებით. კუნთების მუდმივმა შეკუმშვამ (რომელიც ძირითადად ვარჯიშის დროს ხდება), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნახშირწყლების მიწოდება ვერ ხერხდება, შეიძლება გამოიწვიოს კუნთის მასის ეტაპობრივი შემცირება.

 ზუსტად ამ რეგრესის შესაჩერებლად, არსებობს ამინომჟავების კომპლექსი, რომლის გამოყენება პრაქტიკულია ვარჯიშამდე ან ვარჯიშის პროცესში, რა დროსაც ამინომჟავების მიღება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ  დადებითი ბალანსი, რათა დაიცვათ კუნთი დაზიანებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ ორგანიზმში განვითარდეს ცილის კატაბოლიზმი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა), რომელიც თვალისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

ამიტომაც ამინომჟავები შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ზემოთ ნახსენებ პროდუქტებთან ერთად კომბინაციაში.

ელექტროლიტები

კომბინაციური საკვები დანამატებისას აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ჰიდრატაციას. ვარჯიშის დროს ორგანიზმის დატენიანება გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს გამძლეობისა და ვარჯიშის გასახანგრძლივებლად. როდესაც ვარჯიშობთ, ოფლის სახით დიდი რაოდენობით ელექტროლიტები იკარგება. ელექტროლიტები გახლავთ მინერალები, რომლებიც ატარებენ ელექტრულ აქტივობას ორგანიზმში.

ელექტროლიტების მეშვეობით შესაძლებელი ხდება ისეთი აუცილებელი მექანიკური ფუნქციების შესრულება როგორებიცაა: კუნთების შეკუმშვა და რელაქსაცია. ეს კი თავის მხრივ აუცილებელია, როგორც სპორტული აქტივობის დროს, ისე ყოველდღიურად, თუნდაც ფეხით გადაადგილების შემთხვევაშიც კი.

სტანდარტული ვარჯიშის დროს, ოფლის მეშვეობით ადამიანი კარგავს 2-6%-მდე სითხეს.

თუ ადამიანი ყოველ ვარჯიშზე კარგავს სითხეს და ელექტროლიტებს, ხოლო სანაცვლოდ ვერ ახერხებს მათ შევსებას, ეს  აუცილებლად აისახება მის ენერგიულ განწყობაზე, კერძოდ კი, სხეულში ჟანგბადის დონეზე და საკვები ნივთიერებების სინთეზირებაზე.

 ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში, ხელს შეუშლის როგორც კუნთოვანი ქსოვილის განვითარებას, ასევე საკვების ცუდ გადამუშავებას. შედეგად, სისხლის ნაკადში წარმოიქმნება აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტი.

მაგალითად ისეთი ელექტროლიტი როგორიცაა: მაგნიუმი, დაგეხმარებათ ჰიდრატაციის შევსებაში.