რისთვის გვჭირდება ტიროზინი?

ტიროზინი, 20 ამინომჟავიდან ერთ-ერთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილის სტრუქტურის შექმნაში. იგი ითვლება "არაარსებით ამინომჟავად", რადგან სხეული მას სხვა ამინომჟავისგან ამზადებს, რომელსაც ფენილალანინი ეწოდება.

ტიროზინი არის ნეიროტრანსმიტერებისა და ისეთი ნივთიერებების მნიშვნელოვანი წინამორბედი, როგორიცაა ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი და დოფამინი, რაც ნიშნავს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს იმ ნივთიერებების გამომუშავებაში, რომლებიც მხარს უჭერენ მეტაბოლურ მუშაობას. სწორედ ამიტომ მკვლევარების აზრით, კარგი იქნება თუ ტიროზინს პერიოდულად მიიღებთ საკვებდანამატის სახით.

ამინომჟავების ტრიპტოფანის და ტიროზინის დონე იცვლება იმისდა მიხედვით, მიირთმევთ თუ არა ყოველდღიურად ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარ საკვებს.

რთული ნახშირწყლების მიღება უზრუნველყოფს გუნება განწყობილებასა და მშვიდ ძილს, რადგან იმატებს ტრიპტოფანის დონე, რომელიც თავის მხრივ ასტიმულირებს სეროტონინ, ხოლო ცილის მიღება ზრდის კონცენტრაციის უნარს.

სარგებელი

სტრესის სიმპტომების მართვა

ტიროზინი ეხმარება ტვინს მასტიმულირებელი ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაში. ნეიროტრანსმიტერების წარმოებაზე გავლენას ახდენს საკვები, განსაკუთრებით ამინომჟავები.

ტიროზინი გავლენას ახდენს დოფამინის დონეზე, რომელიც არეგულირებს სიამოვნების განცდას და ჰორმონ ადრენალინს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის „ბრძოლისუნარიანობაზე. სტრესული სიტუაციები ზრდის კატექოლამინები გამოყოფას.(ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა სისხლში ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სტრესის არსებობისას)

კვლევების მიხედვით, ტიროზინის ზემოქმედება სტრესზე საკმაოდ დადებითად არის შეფასებული. ამ მნიშვნელოვან ამინომჟავას შეუძლია დაცვას სტრესის გამო კოგნიტური დაქვეითებ და ადამიანის განწყობა.

უფრო მეტიც: ტიროზინი სასარგებლო იმ ადამიანებისთვის ვისაც აწუხებს დეპრესია, რადგან დოფამინისა და ნორეპინეფრინის დონის ვარდნისას სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება და დაღლილობა საკმაოდ იზრდება.

კვლევა ვარაუდობს, რომ სტრესულ სიტუაციებში მას შეუძლია დაეხმაროს გონებრივი დაღლილობის შემცირებას და კოგნიტურ ფუნქციებს, მათ შორის მეხსიერებას. რომ L-ტიროზინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი, რის გამოც ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სწავლისა და სიფხიზლის გასაუმჯობესებლად, რასაც ასევე ტვინის ნისლსაც“ უწოდებენ.

წონის მართვა

ცალკეულად ტიროზინ არ აქვს ცხიმისმწველის სტატუსი, თუმცა, როდესაც იგი გამოიყენება ბუნებრივი ტიპი ცხიმისწველ ნივთიერებებთან ერთად, (მაგალითად მწვანე ჩაი და კოფეინი) იგი ხელს იწყობს წონის კლებას. ამას ადასტურებს 2007 წელს ჩატარებულ კვლევა როდესაც ჭარბწონიანმა მოზრდილებმა ტიროზინი მიიღეს კატექინებთან და კოფეინთან ერთად.

გარდა ამისა არსებობს მტკიცებულება, იმ ადამიანებს ვისაც წონის მომატება სჭირდება, ტიროზინი ეხმარება მადის, შემეცნებისა და ვარჯიშის ტოლერანტობის გაუმჯობესებაში.

ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა

ტიროზინი გამოიყენება თიროქსინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დასამზადებლად. თიროქსინი არის ძირითადი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა სისხლში ფარისებრი ჯირკვლის მიერ და გეხმარებათ მეტაბოლიზმის რეგულირებაში, კერძოდ T3 და T4 ჯირკვლის ჰორმონების დონის კონტროლში.

მნიშვნელოვანია საკმარისი თიროქსინის გამომუშავება, რადგან ეს ხელს უწყობს არააქტიური ჯირკვლის(ჰიპოთირეოზის) სიმპტომების შემცირებას, რაც შეიძლება მოიცავდეს მოდუნებულ მეტაბოლიზმს, დაღლილობას, განსაკუთრებულ მგრძნობელობას, წონის მატებას, ყაბზობას, გუნება-განწყობილებას და სისუსტეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ „დოამინის ვარდნა“ შეიძლება ადამიანები მავნე ჩვევების მიმართ კიდევ უფრო დაუცველი გახადოს. მოდი განვმარტოთ თუ რა იგულისხმება ამაში:

დოფამინი, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი პასუხისმგებელნი არიან მოტივაციაზე, ენერგიაზე, ინტერესზე, სექსუალურ ფუნქციონირებაზე, სიამოვნებაზე, სწრაფვაზე, ყურადღებასა და კონცენტრაციაზე. საპირისპიროდ მათი დეფიციტური დონე ართულებს სხვადასხვა საქმის შესრულებას, იწვევს დეპრესიას, ცუდ კონცენტრაციას, და მოტივაციის ნაკლებობას. ასევე ადამიანი შეიძლება მარტივად დამოკიდებული გახდეს ისეთ ქმედებებზე როგორიცაა: როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკების მოხმარება, სიგარეტი, აზარტული თამაშები და ზედმეტი ჭამა.

მიმდინარე კვლევები ვარაუდობენ, რომ ტიროზინი სასარგებლო ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ბრძოლაში და განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება 5-ჰიდროქსიტრიპტოფანთან (HTP) და გლუტამინთან ერთად კომბინაციაში. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს კომპლექსი ხელს უწყობს კატექოლამინების დონის დაბალანსებას.

თუმცა, არსობობენ ადამიანებ, რომელსაც ახასიათებ ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი, რასაც უწოდებენ ჰიპერთირეოზ და გრეივზის დაავადებას. ასეთ შემთხვევაში არ უნდა მიიღო ტიროზინი, რადგან ამან შეიძლება ზედმეტად გაზარდოს თიროქსინის დონე, რამაც შეიძლება და გააუარესოს სიმპტომები.