რესვერატროლი
რესვერატროლი ყურძნის კანში აღმოჩენილი პოლიფენოლია. ეს არის მცენარეული ნაერთების სპეციფიკური ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის არაერთი სარგებელი. ბუნებაში დაახლოებით 8000 პოლიფენოლია, რომელთაგან ერთ-ერთია რესვერატროლი.
ეს მოლეკულები ძირითადად გვხვდება მცენარეების კანში და იცავს მათ გარემოს სტრესისგან. მცენარეები რეაგირებენ სტრესზე მოლეკულური დონის ცვლილებით. ზუსტად ამ დროს ხდება რესვერატროლის დაგროვება მცენარის კანში, რასაც შემდგომ ბიოლოგიურად სასარგებლო და დამცავი რეაქცია მოჰყვება.
პოლიფენოლები,(მათ შორის რესვერატროლი) მნიშვნელოვანია სხეულის დასაცავად, კონკრეტულად კი თავისუფალი რადიკალების უჯრედული დაზიანებისგან. თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, მაგალითად: როდესაც ისუნთქავთ სიგარეტის კვამლს. ისინი თავს ესხმიან უჯრედებს. თავისუფალი რადიკალების მზარდი რაოდენობა განსაკუთრებით საშიშია ასაკთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების განვითარებაზე.
1992 წელს რესვერატროლი უფრო დეტალურად იქნა გამოკვლეული და გამოვლინდა, როგორც ყურძნის კანის ძირითადი კომპონენტი.
ამ აღმოჩენის შემდეგ, ჩატარდა არაერთი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ რესვერატროლი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ ეფექტებს. მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ მის სასარგებლო თვისებებზე.
ძლიერი ანტიოქსიდანტი
უპირველეს ყოვლისა, რიგი სისტემური ეფექტი, რომელსაც რესვერატროლი იძლევა, არის მისი, როგორც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო შესაძლებლობები.
მაგალითად, რესვერატროლს აქვს უნარი გამოიწვიოს საკვანძო ცილის (PGC-1) აქტივობა, რაც იწვევს უფრო მეტ უჯრედულ ენერგიას ტვინში კუნთებსა და გულში. ეს ყველაფერი დადებითად აისახება უჯრედულ ფუნქციებზე და ამცირებს მათ დაზიანებას.
კუნთებში არსებული მეტი მიტოქონდრიით იზრდება ჟანგბადის მიწოდების ხარისხი. ეს ეხმარება ფოსფორილირების(ქიმიური ნაერთები) აქტიურ გამოყენებას, რაც ხელს უწყობს ვარჯიშის გამძლეობის გაუმჯობესებას.
ნერვული სისტემა
გულ-სისხლძარღვთა სისტემის სარგებლობის გარდა, რესვერატროლს აქვს დამცავი ეფექტი ნერვულ სისტემაზე, რომელსაც ასევე დეგენერაციული ნევროლოგიური მდგომარეობა ეწოდება. როგორც ჩანს, რესვერატროლს აქვს სარგებელი დეგენერაციული ცვლილებების თავიდან აცილებაში.
რესვერატროლი გავლენას ახდენს მეტაბოლურ გზებზე, რათა შეამციროს ტვინის ქსოვილზე მიყენებული ზიანი, რასაც ადამიანი დროთა განმავლობაში იღებს.
დაბერების საწინააღმდეგო თვისებები
რესვერატროლის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიზიოლოგიური შესაძლებლობა უკავშირდება სიცოცხლის ხანრგძლივობის გაუმჯობესებას. ეს მექანიზმი ტრიალებს ფერმენტების ცალკეული ჯგუფის გარშემო, სახელად სირტუინები, რომლებიც გამოიყოფა რესვერატროლის მეშვეობით.
სირტუინების ძირითადი ფუნქციაა, გადარჩენის ხელშეწყობა და სტრესისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ხოლო ჯამრთელობის ზოგიერთ ფორმებში, რომლებსაც ასე ვთქვათ კოდირებენ სირტუინები, დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებასთან.
არტერიული წნევა
ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, რესვერატროლი სასარგებლოა არტერიული წნევის შესამცირებლად, რომელსაც სისტოლურ წნევასაც უწოდებენ.
სისტოლური წნევა, როგორც წესი, მატულობს ასაკთან ერთად, რადგან არტერიები შედარებით მაგრდება, რაც სისხლის გამტარიანობაზე ახდენს გავლენას. როდესაც არტერიული წნევა მაღალია, გულის დაავადების რისკის ფაქტორიც მატულობს.
აზოტის ოქსიდის მეტი გამომუშავებით, რესვერატროლი არგულირებს არტერიული წნევას, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას.
სახსრების ჯანმრთელობა
ართრიტი ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და მობილობის დაკარგვას.
ამ მხრივ მცენარეული საკვებდანამატები მათ შორის რესვერატროლიც სასარგებლოა, როგორც სახსრების ტკივილის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებად. საკვებდანამატის სახით მიღებისას, რესვერატროლს შეუძლია დაიცვას ხრტილი დაზიანებისგან. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ხრტილის რღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ქრონიკული ტკივილი, რაც ართრიტის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია
კვლევები ჩატარდა ართრიტით დაავადებულში. მათ მუხლის სახსრებში რესვერატროლის ინექცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც შემცირდა ხრტილის დაზიანება.