მაგნიუმი არის მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. მაგნიუმის ფუნქციები მოიცავს კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებას, არტერიული წნევის რეგულირებას და იმუნური სისტემის მხარდაჭერას.
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 25 გრამ მაგნიუმს, რომლის 50-60%-ს ინახავს ძვლოვანი სისტემა. დანარჩენი კი გადანაწილებულია კუნთებში, რბილ ქსოვილებში და სხეულის სითხეებში.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ყველა მაგნიუმის საკვებდანამატი არ არის შექმნილი თანაბარად და ზოგიერთი ფორმა უფრო ბიოშეღწევადია, ვიდრე სხვები. თუ შევადარებთ მაგნიუმის ქლორიდს მაგნიუმის ციტრატს, მაგნიუმის სულფატს ან მაგნიუმის ოქსიდს, დავინახავთ, რომ ქლორიდის და ციტრატის ფორმები უკეთ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ვიდრე მაგნიუმის სულფატი ან ოქსიდი.
მაგნიუმის ქლორიდი არის მარილის ტიპი, რომელიც არის მაგნიუმის და ქლორიდის კომბინაცია. მაგნიუმის ქლორიდის ფორმულა არის MgCl2. ეს ნიშნავს, რომ იგი შედგება ერთი მაგნიუმის ატომისა და ორი ქლორიდის ატომისგან.
მაგნიუმის ქლორიდის ხსნადობა წყალში ან სხვა სითხეში მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო სრულად შეიწოვება ნაწლავებში მაგნიუმის ნაკლებად ხსნად ფორმებთან შედარებით.
მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მინერალის მიღება.
მაგნიუმის დეფიციტი
ასაკის მატებასთან ერთად, ნაწლავებით მაგნიუმის შეწოვა მცირდება და თირკმელებით მაგნიუმის ექსკრეცია იზრდება. განსაკუთრებით შუა ასაკის ზევით მყოფ ადამიანებში ვითარდება ქრონიკული დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მაგნიუმის დონეზე და ზრდის მაგნიუმის დეფიციტის რისკს.
ამიტომ პირველ რიგში საჭიროა მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება, ხოლო შემდგომ დიდ დახმარებას გაგიწევთ მაგნიუმის საკვებ დანამატები.
კუჭის მჟავიანობა
მაგნიუმი გამოიყენება კუჭის მჟავის სეკრეციის დაქვეითების ასანაზღაურებლად. ეს მჟავა წარმოიქმნება კუჭის მიერ და ის აუცილებელია სათანადო მონელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საკვების დაშლას მცირე აბსორბირებად ერთეულებად. კუჭის მჟავის საკმარისი რაოდენობის გარეშე, არა მხოლოდ შეიძლება გვქონდეს არაოპტიმალური საჭმლის მონელება, არამედ შეიძლება განიცადოთ აუცილებელი საკვები ნივთიერებების მალაბსორბცია.(სინდრომი, რომელიც რიგ დარღვევებს, რა დროსაც წვრილ ნაწლავში ვერ ხდება საკვებიდან ნივთიერებათა სათანადო შეწოვა.) კუჭის მჟავა ასევე ხელს უშლის ინფექციური ბაქტერიების შეღწევას და ნაწლავის ტრაქტში დასახლებას.
ენერგიის გამაძლიერებელი და კუნთების დამამშვიდებელი
მაგნიუმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად დაკავებულია ფიზიკური აქტივობით. ვარჯიშის დროს ოფლის სახით იკარგება მაგნიუმი, თუ არ მოხდება მისი დროული შევსება, ეს აუცილებლად აისახება ადამიანის ენერგიულობასა და გამძლეობაზე.
მაგნიუმი ასევე ორგანიზმს ეხმარება კუნთების მოდუნებაში, ამცირებს კუნთების ტკივილს და კრუნჩხვებს. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მაგნიუმი შესამჩნევად აუმჯობესებს სპორტსმენის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მარკერებს.
თავის ტკივილი
მაგნიუმის თერაპია ეხმარება ადამიანს თავის ტკივილის თავიდან აცილებასა ან შემსუბუქებაში. ეს იმიტომ ხდება, რომ მაგნიუმის დეფიციტი გავლენა ახდენს ნეიროტრანსმიტერებზე, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. თუ ამ დარღვევამ რეგულარული ხასიათი მიიღო, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს თავის ქრონიკული ტკივილი, რომელსაც შაკიკი ეწოდება.
იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შაკიკი, სხეულის სხვა ქსოვილებთან შედარებით, შეიძლება ჰქონდეთ მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში. ასევე შაკიკის დროს, უშუალოდ ტვინშიც მაგნიუმის დონე საკმაოდ დაბალია.
გულის მუშაობა
მაგნიუმი ცენტრალურ როლს თამაშობს გულის რითმის მუშაობაში, რადგან მას სხვა მნიშვნელოვანი ელექტროლიტები, (კალციუმი და კალიუმი), გადააქვს უჯრედებში. ელექტროლიტები მნიშვნელოვანია ნერვული სიგნალებისთვის და ხელს უწყობს გულის კუნთის სათანადო შეკუმშვას.
მაგნიუმი მნიშვნელოვანი მინერალია უჯრედებში, რომლებიც რეაგირებენ ელექტრულ აქტივობაზე. „ის არის მთავარი ელექტროლიტი ორგანიზმში და აუცილებელია სათანადო ჰომეოსტაზისთვის. განსაკუთრებით იმ უჯრედებში, რომლებიც ელექტრულად აგზნებადია.
ელექტროლიტები მნიშვნელოვანია ნერვული სიგნალებისთვის და ნორმალური გულისცემისთვის. მათი დეფიციტი ვლინდება შემდეგი ნიშნებით: კუნთების ძლიერი კრუნჩხვები და არარეგულარული გულისცემა, რომელიც ცნობილია როგორც არითმია.
მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ადამიანი დააყენოს გულის ცუდი რითმის განვითარების რისკის ქვეშ, რაც სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიშია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლში მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი. გარდა ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაბალი მაგნიუმის დონე ასოცირდება წინაგულების ფიბრილაციასთან, ეს არის გულისცემის ყველაზე გავრცელებულ დარღვევა.