კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელსაც აწარმოებს და გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები.
ზოგადად ჰორმონები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციებს, ეს ხდება სისხლის, ორგანოების, კანის და კუნთების შედეგად. ამ სიგნალების მეშვეობით სხეული ხვდება რა როდის უნდა გააკეთოს.
არსებობს ასეთი ტიპის ჰორმონი, რომელსაც გლუკოკორტიკოიდები ეწოდება. ისინი თრგუნავენ ანთებას სხეულის ყველა ქსოვილში და აკონტროლებენ მეტაბოლიზმს კუნთებში, ცხიმში, ღვიძლში და ძვლებში. გლუკოკორტიკოიდები ასევე მოქმედებს დაძინება/გაღვიძების ციკლებზე.
თირკმელზედა ჯირკვლები, არის პატარა, სამკუთხედის ფორმის, რომლებიც განლაგებულია თირკმლის თავზე. ისინი ენდოკრინული სისტემის ნაწილია.
რაც შეეხება კორტიზოლს, ის არის აუცილებელი ჰორმონი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის მუშაობაზე.
კორტიზოლი ფართოდ ცნობილია, როგორც "სტრესის ჰორმონი". თუმცა, მას აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ეფექტი და ფუნქცია მთელს სხეულში.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბიოლოგიურად არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის სტრესი, მათ შორის:
მწვავე სტრესი: მწვავე სტრესი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს უეცარი საფრთხე ემუქრება. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ან ცხოველის თავდასხმა.
ქრონიკული სტრესი: იგივე (გრძელვადიანი) სტრესი ხდება მაშინ, როდესაც განიცდით მიმდინარე ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რომლებიც იწვევენ იმედგაცრუებას ან შფოთვას. მაგალითად, რთულმა ან პესიმისტურმა სამუშაომ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი.
ტრავმული სტრესი: ტრავმული სტრესი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანს თავს ატყდება სიცოცხლისთვის საშიში მოვლენა, რომელიც იწვევს შიშს და უმწეობის განცდას. მაგალითად, სექსუალურმა ძალადობამ ან ჩაგვრამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმული სტრესი. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
როგორ მუშაობს კორტიზოლი?
ორგანიზმში თითქმის ყველა ქსოვილს აქვს გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორები. ამის გამო, კორტიზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს სისტემაზე, მათ შორის:
ნერვული სისტემა.
Იმუნური სისტემა.
Გულ - სისხლძარღვთა სისტემა.
სასუნთქი სისტემა.
რეპროდუქციული სისტემები (ქალი და მამაკაცი).
კუნთოვანი სისტემა.
შიდა სისტემა (კანი, თმა, ფრჩხილები, ჯირკვლები და ნერვები).
უფრო კონკრეტულად, კორტიზოლი მოქმედებს სხეულზე შემდეგი გზებით:
სტრესის დროს, სხეული რთავს "განგაშის სიგნალს" რა დროსაც საქმეში კორტიზოლი ერთვება. მას შეუძლია შეუძლია სიტუაციის შესაბამისად სხვადასხვა ჰორმონების გააქტიურება. მაგალითად, როდესაც ადამიანი იმყოფება გამოუვალ ან რთულ მდგომარეობაში, კორტიზოლის აქტიურობით ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს, რის შედეგადაც მოცემულ სიტუაციაში შედარებით მარტივია პრობლემასთან გამკლავება.
გარდა ამისა, სტრესის დროს, სწრაფი ენერგიის მისაღებად, კორტიზოლი იწვევს გლუკოზის გამოყოფას ღვიძლიდან.
ნივთიერებათა ცვლის რეგულირება: კორტიზოლი აკონტროლებს, თუ როგორ იყენებს თქვენი ორგანიზმი ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს ენერგიისთვის.
ანთების ჩახშობა: კორტიზოლს შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი ანთების შეზღუდვით. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ მუდმივად მაღალი დონის კორტიზოლი, ორგანიზმი შეიძლება მიეჩვიოს სისხლში ჭარბი კორტიზოლის არსებობას, რამაც შეიძლება პირიქით, დაასუსტოს იმუნური სისტემა.
არტერიული წნევის რეგულირება: ზუსტი გზა, რომლითაც კორტიზოლი არეგულირებს არტერიულ წნევას ადამიანებში, გაურკვეველია. თუმცა, ერთი რამ ფაქტია: კორტიზოლის გაზრდილი დონე ზრდის წნევას, ხოლო მისი საგრძნობი შემცირება ამცირებს წნევას.
სისხლში შაქრის ზრდა და რეგულირება: ნორმალურ პირობებში, კორტიზოლი აწონასწორებს ინსულინის ეფექტს, ჰორმონს, რომელსაც წარმოქმნის პანკრეასი, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს. კორტიზოლი ამაღლებს სისხლში შაქარს შენახული გლუკოზის გამოთავისუფლებით, ხოლო ინსულინი ამცირებს სისხლში შაქარს. კორტიზოლის ქრონიკულად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მუდმივი ამაღლება.(ჰიპერგლიკემია).
ძილის ციკლი: საღამოს, დაძინებისას, კორტიზოლის დონე უფრო დაბალია, ხოლო დილაობით გაღვიძებისას მისი დონე პიკს აღწევს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაღვიძებასა და გამოფხიზლებაში. ასევე იგი მონაწილეობს სხეულის ცირკადულ რიტმში.
როგორ შევამციროთ კორტიზოლის ჭარბი დონე?
არსებობს რამდენიმე ყოველდღიური ქმედება, რისი გაკეთებაც დაგეხმარებათ, ჭარბი კორტიზოლის შემირებაში.
ხარისხიანი ძილი: ძილის ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა ობსტრუქციული ძილის აპნოე, უძილობა ან ღამის ცვლაში მუშაობა, იწვევს კორტიზოლის მაღალ დონეს.
რეგულარულად ივარჯიშეთ: არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს სტრესს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კორტიზოლის დონის კონტროლს.
ისწავლეთ სტრესისა და სტრესული აზროვნების შეზღუდვა: სტრესული სიტუაცებისას დაძაბულობის ნიშნების გაცნობიერება დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.
ღრმა სუნთქვის ვარჯიშები: კონტროლირებადი სუნთქვა ასტიმულირებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემას, რაც ხელს უწყობს კორტიზოლის დონის შემცირებას.
ხშირად გაიღიმეთ: სიცილი ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას და თრგუნავს კორტიზოლს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მონაწილეობა აუმჯობესებს კეთილდღეობის განცდას, რაც გვეხმარება კორტიზოლის რეგულირებაში.
ჯანსაღი ურთიერთობები: ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია. დაძაბული და არაჯანსაღი ურთიერთობა იწვევს სტრესს.
შეჯამება
კორტიზოლი არის აუცილებელი ჰორმონი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის რამდენიმე ასპექტზე. ამ ბლოგში განხილულია რჩევები რომელიც გეხმარებათ კორტიზოლის დონის რეგულირებაში.თუმცა, ზოგჯერ შეიძლება მისი დონე არანორმალურად მაღალი ან დაბალი იყოს. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.