რა უნდა იცოდეთ L-კარნიტინის შესახებ?

L-კარნიტინი  არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც იმყოფება სხეულის თითქმის ყველა უჯრედში. მისი მიღება ხდება ამინომჟავების მეშვეობით,  მეთიონინისა და ლიზინისგან. კარნიტინი კონცენტრირებულია ქსოვილებში, ხოლო სხეულის მთლიანი კარნიტინის დაახლოებით 95% ინახება გულსა და ჩონჩხის კუნთებში. დარჩენილი ნაწილი კი უმეტესად ინახება ღვიძლში და თირკმელებში. კარნიტინი ასევე გვხვდება პლაზმაშიც, ეს არის სისხლის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც სისხლის დაახლოებით 55% - ს შეადგენს.

ლ-კარნიტინი გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებაში. გული და ჩონჩხის კუნთები მიტოქონდრიის მაღალი სიმკვრივის მქონე ორგანოებია. ისინი საჭიროებენ უზარმაზარ ენერგიას და მათ გამოსამუშავებლად იყენებენ ცხიმოვან მჟავებს. იგი უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედების მიტოქონდრიებში. კარნიტინს ასევე ეწოდება აუცილებელი „კოფაქტორი“(არაორგანული ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს ბიოლოგიური აქტივობისთვის ესაჭიროება) რომლის მეშვეობითაც გრძელი ჯაჭვის მქონე ცხიმოვანი მჟავები გადადის  მიტოქონდრიებში, რომელსაც უწოდებენ სხეულის ძრავას. მიტოქონდრიებში დამწვარი ცხიმი გარდაიქმნება ენერგიად რომელსაც ეწოდება ATP. (მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრაქტიკულად ყველა ცოცხალი ორგანიზმის ენერგიის მეტაბოლიზმში, ამ მიზეზით, მას ხშირად “ენერგეტიკულ ვალუტად” მოიხსენიებენ, რადგან მისი განუწყვეტლივ დახარჯვა და შევსება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე წუთში.)

როგორც აღვნიშნეთ ადამიანების უმეტესობა კარნიტინს ბუნებრივად გამოიმუშავებს. თუმცა, კარნიტინი საკმარისად არ იწარმოება ზოგიერთისთვის, ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გენეტიკური და ჰორმონალური დარღვევები. მნიშვნელოვანია ადამიანმა ყურადღება მიაქციოს ორგანიზმში კარნიტის დონეს, რადგან მისი დეფიციტი იწვევს ისეთ პრობლემებს როგორებიცაა, კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა, ხშირი ღებინება, ჭარბი წონა და ასე შემდეგ.

რა დადებით გავლენას ახდენს კარნიტინის გამოყენება ორგანიზმზე?

 სისხლში შაქრის დონე

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედებში შაქრის გადატანაზე. მისი ნორმალური დონე აუცილებელია, რადგან მას საწვავის მსგავსი ფუნქცია აკისრია. თუმცა, ინსულინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა. ორგანიზმში კარნიტინის სათანადო დონე ხელი უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ასევე ეფექტიანად ებრძვის უკვე მომატებულ ინსულინსაც.

L-კარნიტინის ასევე სასარგებლო ეფექტი აქვს მთელი გლუკოზის გამოყენებაზე, რისი მეშვეობითაც ის აუმჯობესებს საერთო ლიპიდურ პარამეტრს, რომელიც აკოტროლებს ორგანიზმის ოქსიდაციურ დონეს. გარდა ამისა, L-კარნიტინის დაბალი დონე ასოცირდება სხვადასხვა დიაბეტურ გართულებებთან.

ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება

ტვინის უნარების გასაუმჯობესებლად ძალიან კარგი საშუალებაა აცეტილ-L-კარნიტინი, რომელიც მზადდება ორგანიზმში L-კარნიტინისგან. აცეტილ-L-კარნიტინი ნაწილობრივ წარმოიქმნება ტვინის უჯრედებში. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი განიცდის ქრონიკულ სტრესს, რა დროსაც კარნიტინის დონე მცირდება როგორც ტვინში, ასევე სხეულში. ასაკთანან სტრესთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს მიტოქონდრიის აქტივობის შენელებას და ხელს უწყობს მრავალი ნევროლოგიური პრობლემების განვითარებას, მათ შორის მეხსიერების დაკარგვა, დეპრესია და სხვა. გარდა ამისა, ცუდად ფუნქციონირებული მიტოქონდრია სხეულს დიდი რაოდენობით ოქსიდაციურ სტრესს აყენებს, რამაც შეიძლება დააჩქაროს დაბერების პროცესი, გამოიწვიოს ქრონიკული ანთება და სხვადასხვა ჟანგვითი დაზიანებები.

აცეტილ-L-კარნიტინი ადვილად კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს,( იზოლირებს ტვინს სხეულის დანარჩენი ნაწილისგან და აძლევს მას სპეციფიკურ გარემოს, რომელიც განსხვავდება დანარჩენი სხეულის შიდა გარემოსგან.) სადაც ზრდის თავის ტვინში კარნიტინის დონეს და ხელს უწყობს აცეტილქოლინის მატებას. ეს არის აუცილებელი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწავლისთვის, მეხსიერებისთვის და ზოგადი შემეცნებისთვის (აცეტილქოლინის მძიმე დაქვეითება ასოცირდება ალცჰეიმერის დაავადებასთან). აცეტილქოლინი ასევე მხარს უჭერს ნეირონების პლასტიურობას, რაც საშუალებას აძლევს ტვინს გაიზარდოს, შეიცვალოს და პერიოდულად დახვეწოს უნარები.

ცხიმის წვა

L-კარნიტინი ასტიმულირებს ორგანიზმს, რათა უფრო მეტი ტრიგლიცერიდები დაიწვას. L-კარნიტინის მიღებით  სხეულს აქვს ცხიმოვანი მჟავების (ტრიგლიცერიდების) ენერგიის წყაროდ გამოყენების უფრო მეტი მიდრეკილება. ტრიგლიცერიდების დაწვით, ორგანიზმს შეუძლია დაზოგოს გლიკოგენის მარაგი, რომელიც ინახება ღვიძლში და გამოიყენოს სხვა საჭიროებებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ შესაბამისი ვარჯიშის დროს, სხეული დაწვავს იმაზე მეტს ცხიმს, ვიდრე ეს კარნიტინის გარეშე მოხდებოდა. ასეთ დროს სხეული უშუალოდ ცხიმს დაწვავს, ხოლო ნახშირწყლების რესურსს ვარჯიშისთვის შემოინახავს. თუ ნაკლები გლიკოგენი (რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ნახშირწყალია) იწვება, მეტი ცხიმი მობილიზდება. ეს პროცესი L-კარნიტინის საჭირო კონცენტრაციის შედეგად ხდება.

ასე რომ L-კარნიტინი საშუალებას აძლევს სხეულს დაწვას მეტი ცხიმი, დაზოგოს გლიკოგენი, რაც საბოლო ჯამში ვარჯიშის დროს შესამჩნევად ზრდის გამძლეობას.

ანტიოქსიდანტი

L-კარნიტინი, ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში არსებულ მავნე ნაწილაკებს. (თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ უჯრედებსა და დნმ-ს). ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განეიტრალება და მათ მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება და აღდგენა. L-კარნიტინი ჯერ ასტიმულირებს, ხოლო შემდგომ ახდენს ცხიმების მობილიზაციას, რათა მოახდინოს ტრანსპორტირება  უჯრედის მიტოქონდრიაში. ამის შემდეგ, იგი ორგანიზმს ეხმარება უჯრედული მეტაბოლიზმის ტოქსიკური ქვეპროდუქტების მოცილებაში და დეგენერაციაში. ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროცესი გავლენას ახდენს ვარჯიშის ხარისხზეც, კონკრეტულად კი ამცირებს კუნთებში დაღლილობის შეგრძნებას და ხელს უწყობს მის სწრაფ მუშაობას.

 

კუნთოვანი ქსოვილის ჯანმრთელობა

კუნთების ატროფია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი მასის და ცხიმოვანი ქსოვილების შემცირებით. ვინაიდან ჩონჩხის კუნთები გადამწყვეტ როლს ასრულებს სხეულის მეტაბოლიზმსა და მოძრაობაში, კუნთოვანი უნარების დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი არასასურველი დაავადება.

ასეთ დროს, კარნიტინი მუშაობს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანელებს კუნთების დეგენერაციას და ხელს უშლის ამ მდგომარეობის განვითარებას. ერთი კვლევის თანახმად, ძლიერი  ოქსიდაციური სტრესი ასოცირდება კუნთების დაქვეითებასთან. როდესაც უჯრედის ანტიოქსიდანტური უნარი მცირდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სუპეროქსიდის რადიკალების პეროქსინიტრიტის წარმოქმნა.(მჟანგავი ნივთიერება, მისი თვისებების გამო პეროქსინიტრიტს შეუძლია დააზიანოს მოლეკულების საკმაოდ დიდი ნაირსახეობები უჯრედებში.) როდესაც ეს ნივთიერება მაღალი კონცეტრაციით გვხვდება ორგანიზმში, მა შეუძლია დააზიანო ლიპიდები, ცილები და დნმ-იც კი.