ქოქოსის ზეთი ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ მიიღება ქოქოსისგან. თუმცა არსებობს ქოქოსის ზეთის სხვადასხვა სახეობა, მაგალითად: მინიმალურად დამუშავებული, ცივი დაწურვის ხელუხლებელი ქოქოსის ზეთიდან დაწყებული რაფინირებული ან თუნდაც ჰიდროგენირებული ზეთით დამთავრებული.
არსებობს ქოქოსის ზეთი, რომელიც უშუალოდ კარგად მომწიფებული ქოქოსისგან მიიღება. ზეთის მოპოვება ხდება მექანიკური ან სხვა „ბუნებრივი“ საშუალებით. შესაძლებელია სითბოს გამოყენება, მაგრამ ასეთი სახით მიღებული არ არის დახვეწილი.
რაფინირებული ქოქოსის ზეთი ხშირად მოიპოვება უფრო მკაცრი ტექნიკით, რაც შეიძლება მოიცავდეს ტოქსიკური ქიმიური გამხსნელების გამოყენებას. ზეთის შეგროვების შემდეგ ხდება მისი დახვეწა, გაუფერულება და დეზოდორიზაცია. ბუნებრივად ქოქოსს, თავისი სპეციფიური გემო და სუნი აქვს, თუმცა რაფინირებული ქოქოსის ზეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი მინიმალურად აღენიშნება.
ქოქოსის ზეთის 90%-ზე მეტი გაჯერებული ცხიმია. ამ ცხიმებიდან დიდი პროცენტია საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები (MCT). ცხიმის მოლეკულის სტრუქტურა მოიცავს ხერხემალს ცხიმოვანი მჟავების ჯაჭვებით, რომლებიც ვრცელდება ხერხემალიდან. ეს ცხიმოვანი მჟავების ჯაჭვები შეიძლება განსხვავდებოდეს სიგრძით და სტრუქტურით, რაც მათ სხვადასხვა თვისებებს აძლევს.
ზოგადად, MCT-ებს აქვთ ექვს-თორმეტი რგოლი თავიანთ ჯაჭვში. საშუალოდ, ქოქოსი შედგება დაახლოებით 60% MCT-ისგან, დანარჩენი კი გრძელი ჯაჭვის ტრიგლიცერიდებია.
რა არის საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდის (MCT) ზეთი?
MCT ზეთი არის დახვეწილი ქოქოსის ან პალმის ბირთვის ზეთი, რომელიც აშორებს გრძელი ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს და ტოვებს საშუალო ჯაჭვის ცხიმებს. პროდუქტები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ტიპის MCT-ების პროცენტის მიხედვით. ძირითადი საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები მოიცავს:
კაპროინის მჟავა ექვსი ნახშირბადის ჯაჭვის რგოლებით
კაპრილის მჟავა რვა ნახშირბადის ჯაჭვის რგოლებით
კაპრინის მჟავა ათი ნახშირბადის ჯაჭვის რგოლებით
ლაურინის მჟავა თორმეტი ნახშირბადის ჯაჭვით
MCT ზეთი არის უფრო კონცენტრირებული და დახვეწილი ვერსია ჩვეულებრივ ქოქოსის ზეთთან შედარებით. თუმცა, MCT პროდუქტებში ლაურინის მჟავა ზოგჯერ ამოღებულია, რადგან ის მოქმედებს როგორც გრძელი ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები. ანალოგიურად, კაპრონის მჟავა ხშირად ამოღებულია, რადგან ზოგიერთ ადამიანში ის იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას.
MCT-ებს აქვთ უნიკალური თვისებები: ისინი ძირითადად გამოიყენება როგორც საწვავის ალტერნატიული წყარო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა, გრძელი ჯაჭვის ცხიმები შეიძლება ინახებოდეს სხეულში, MCT–ები ადვილად ხელმისაწვდომია ენერგიის წარმოებისთვის. ეს პროცესი, რომელსაც კეტოზი ეწოდება, ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ დაბალი ნახშირწყლების დიეტით ან უზმოზე. თუმცა, როდესაც დიეტას დაემატება, MCT არის უფრო მარტივი გზა ცხიმების, როგორც ენერგიის პირდაპირი ალტერნატიული წყაროს მისაღებად. მოხმარებისას, MCT ზრდის კეტოზს მთელ სხეულში.
საერთო ჯამში ორივე ტიპის ზეთს თავისი უპირატესებობები გააჩნია და მოდი ცალკეულად ავღნიშნოთ ისინი.
ქოქოსის ზეთის სარგებელი
წონის კლება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მიზეზს ჭარბი წონა წარმოადგენს. ამ მხრივ ჩატარდა კვლევა, რა დროსაც დადასტურდა, რომ ამ დაავადების მქონე პიროვნებებმა ქოქოსის ზეთის გამოყენებით ბევრად ეფექტურად დაიკლეს წონაში და მოახერხეს კიდეც მისი შენარჩუნება.
ასე რომ თუ გსურთ წონის კლება, თქვენს რაციონში ჯანსაღ საკვებთან ერთად, გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი.
ქოქოსის ზეთი და ალცჰეიმერის დაავადება
ალცჰეიმერის დაავადება თავის ტვინში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის პრობლემაა. ამ გაგებიდან გამომდინარე, ალცჰეიმერის დაავადება აღწერილია, როგორც ტიპი 3 დიაბეტი, ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევით.
ერთ-ერთი გამოსავალი არის საწვავის ალტერნატიული წყაროს მიწოდება. ქოქოსის ზეთს, შეუძლია უზრუნველყოს ცხიმები, რომლებიც ტვინს შეუძლია გამოიყენოს უშუალოდ საწვავად, გლუკოზის მეტაბოლიზმის გვერდის ავლით.
ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს ქოქოსის ზეთით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გაუმჯობესებული კოგნიტური ფუნქცია. ერთმა კვლევამ შეადარა ქოქოსის ზეთი და ჯანსაღი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან. შესამჩნევი იყო სხვადასხვა ტიპის მეხსიერების გაუმჯობესება ქოქოსის ზეთის დამატებით.
MCT ზეთის სარგებელი
წონის მართვა
MCT ზეთი ზრდის გაჯერების და სისავსის შეგრძნებას ჭამის შემდეგ, რაც პოტენციურად ადამიანს ეხმარება კალორიების უფრო გამიზნულ გამოყენებაში.
გარდა ამისა, MCT აუმჯობესებს ენერგიის წარმოებას და კალორიების გამოყენებას. ორივე ეფექტი სასარგებლოა წონის მართვისთვის. ამ მხრივ ქოქოსის ზეთთან შედარებით, MCT, შედეგიანობა უფრო ძლიერია.
ენერგიის მატება
ენერგიის ნაკლებობა განსაკუთრებით პრობლემური ასაკის მატებასთან ერთად ხდება, რასაც თან ერთვის სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება.
ხანდაზმულ ადამიანებში, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ MCT ხელს უწყობს წონისა და კუნთების მასის შენარჩუნებას.
ქოქოსის ზეთის მსგავსად, MCT სასარგებლოა კოგნიტური ფუნქციისთვის. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ MCT ზეთი განიხილება, როგორც პოტენციური დაბერების საწინააღმდეგო საშუალება.