რა განსხვავებაა FISH OILS-სა და ომეგა 3 შორის?

 

Fish oil, იგივე თევზის ზეთი, რომელიც წარმოიქმნება თევზის ქსოვილებიდან. ომეგა -3 არის ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

პოლიუჯერი არის მეცნიერული ტერმინი, რომელიც აღწერს ცხიმოვან მჟავებს, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ნახშირბადის ორმაგი კავშირი. მაგალითად მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, აქვთ მხოლოდ ერთი ასეთი ორმაგი კავშირი.

ომეგა-3 მრავალი განსხვავებული სახეობაა, მაგრამ არსებობს სამი ტიპი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ნახავთ სამეცნიერო კვლევებში - ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA), დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA) და ეიკოსაპენტაენის მჟავა (EPA).

ALA-ს წყარო მცენარეულია.( სელის თესლი, ნიგოზი და ჩიას თესლი.) ALA არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავა, რადგან ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოება.

EPA და DHA ითვლება არაარსებითად, რადგან სხეულს შეუძლია მათი სინთეზირება. ადამიანებს აქვთ ფერმენტები, რომლებიც ნაწილობრივ გარდაქმნიან ALA-ს EPA-ში და გარკვეულწილად DHA-ში. თუმცა ეს კონვერტაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

EPA-სა და DHA-ს ოპტიმალური დონის მისაღწევად, უმჯობესია მათი მიღება საკვებიდან ან საკვებდანამატის საშუალებით. თევზის ზეთი შეიცავს როგორც EPA-ს, ასევე DHA-ს.

თევზის ღვიძლის ზეთი

თევზის ღვიძლის ზეთის საკვედანამატები, სტანდარტულთან შედარებით შეიცავს EPA და DHA-ს უფრო დაბალ კონცენტრაციებს. თუმცა,ისინი ბუნებრივად მდიდარია ვიტამინით A და D ვიტამინით. ეს ცხიმში ხსნადი ვიტამინები ჩვეულებრივ არ არის წარმოდგენილი თევზის ზეთის დანამატებში.

ვიტამინი A არის ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები დაჟანგვისგან. როდესაც EPA და DHA ზეთები იჟანგება, მათი სარგებელიც იკარგება.

წყალმცენარეების ზეთი

წყალმცენარეების ზეთი გვთავზობს DHA და EPA-ს წყაროს. სინამდვილეში, თევზებში ნაპოვნი DHA და EPA წყარო წყალმცენარეებია, რომლებსაც პატარა თევზი ჭამენ. ეს ომეგა -3 გადადის კვების ჯაჭვში, რადგან დიდი თევზი ჭამენ პატარა თევზს.

კრილის ზეთი

კრილის ზეთი მოიპოვება ანტარქტიდაზე. ისინი კრევეტების მსგავსნი არიან, რომლებიც პატარა თევზების მსგავსად იკვებებიან წყალმცენარეებით. კრილის ზეთი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტ ასტაქსანტინს, ხოლო ბუნებრივი წარმოშობის ვიტამინები A, D და E მატებს კრილის ზეთს ანტიოქსიდანტურ ძალას.

სელის ზეთი

სელის ზეთი შეიცავს ALA-ს. საყოველთაოდ ცნობილი, როგორც მცენარეული ომეგა-3. ALA ასევე გვხვდება ნიგოზში, სოიაში, კანაფის თესლებში, კანოლას ზეთში, ჩიას თესლებში და მცირე რაოდენობით, მუქი ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეულში.

ომეგა-3-ის ფორმები.

ომეგა -3 გამოდის როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეზური ფორმით. ბუნებრივი ფორმები მოიცავს ტრიგლიცერიდებს (TG), ფოსფოლიპიდებს (PL) და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს (FFA).

თევზის ზეთებში ომეგა -3 ძირითადად გვხვდება TG და FFA ფორმებში. წყალმცენარეების ზეთი გთავაზობთ ომეგა -3-ს, ძირითადად ტრიგლიცერიდების სახით, ხოლო კრილში ომეგა-3-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა გვხვდება ფოსფოლიპიდების სახით.

 

ომეგა -3-ის ჯანმრთელობის სარგებელი

ანთებასთან ბრძოლა

ანთება ძირითადად გარკვეული ტრავმისას ხდება, რა დროსაც იმუნური სისტემა აგზავნის სისხლის თეთრ უჯრედებს დაზიანების ადგილზე.

როდესაც ანთება გრძელდება, მისი ქიმიური სიგნალებიც გრძელდება და შესაბამისად მთელი პროცესიც ხანგრძლივდება. ამას ქრონიკული ანთება ეწოდება.

ქრონიკული ანთებისას, იმუნურმა სისტემამ შეიძლება შეცდომით აღიქვას ჯანსაღი ქსოვილები, როგორც საფრთხე და შეუტიოს მათ სისხლის თეთრი უჯრედებით, როგორც ამას თავდაპირველად ანთების დასაწყისში მოიმოქმედებდა.

ომეგა 3 ხელს უშლის ქრონიკული ანთების განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადამიანის იმუნურ ჯანმრთელობაზე.

ტრიგლიცერიდების შემცირება

ტრიგლიცერიდები არის ცხიმის ტიპი, რომელიც ცირკულირებს სისხლში. როდესაც ადამიანი მიირთმევს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ის მათ ტრიგლიცერიდებად გარდაქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ტრიგლიცერიდების ნორმალური დონე, მისი ნორმაზე მეტი რაოდენობა იწვევს არტერიების გამკვრივებას ან გასქელებას, რაც ზრდის ინსულტის, გულის შეტევისა და გულის დაავადებების რისკს.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ომეგა 3, განსაკუთრებით კი ALA, ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების შემცირებას.

როგორ შევარჩიოთ ომეგა 3?

EPA/DHA კონტენტი

მნიშვნელოვანია ეტიკეტის წაკითხვა იმის დასადგენად, თუ რა შედის დანამატში. გაითვალისწინეთ, თუ რა ტიპის ომეგა-3 შეიცავს დანამატი - EPA, DHA და/ან ALA - და შეხედეთ თითოეული ტიპის რაოდენობას. მაგალითად, დანამატს შეიძლება ჰქონდეს 1000 მგ თევზის ზეთი თითოეულ კაფსულაში, მაგრამ მხოლოდ 400 მგ EPA და 200 მგ DHA.

პროდუქტის ეტიკეტზე გაკეთებული სიზუსტის უზრუნველსაყოფად, შეამოწმეთ აქვს თუ არა მწარმოებელ ბრენდს (CGMP) სერტიფიკატი. FDA ახორციელებს CGMP რეგულაციებს, რაც დაგეხმარებათ დარწმუნებული იყოთ, რომ დანამატი შეიცავს ზუსტად იმას, რასაც ეტიკეტზე წერია.

ასევე, გაარკვიეთ ომეგა-3-ის რა ფორმაა დანამატში. არის ეს TG, rTG, PL, FFA ან EE? მიუხედავად იმისა, რომ EE შეიძლება არ შეიწოვება ისე, როგორც სხვები, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ აბსორბცია მასთან ერთად ცხიმის შემცველი საკვების მიღებით.

ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს შთანთქმის გამაძლიერებელს თავის EE ფორმულირებებში, ამიტომ შეიძლება არ იყოს საჭირო ასეთი კვება.

პროდუქტის შესახებ ამ ფაქტების ცოდნა დაგეხმარებათ მაქსიმალურად სწორად შეარჩიოთ ომეგა -3 საკვებდანამატები.