პექტინი არის ხსნადი დიეტური ბოჭკოვანი, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მცენარეში, რადგან ის უზრუნველყოფს მცენარის უჯრედის კედლის სტრუქტურულ მხარდაჭერას. ხილისა და ბოსტნეულის გარე და შიდა კანში ის უზრუნველყოფს ცემენტის მსგავს სიმტკიცეს და გვხვდება მაღალი კონცენტრაციით. მაგალითად, ფორთოხლის კანი შეიცავს 30% პექტინს; ვაშლის კანი 15%; და ხახვის კანი 12%. პექტინი ასევე გვხვდება ხილის და ბოსტნეულის რბილობში.
ქიმიურად რომ ვთქვათ, პექტინი არის რთული პოლისაქარიდი, რომელიც შედგება მარტივი შაქრისა და მჟავებისგან. პექტინის გელის წარმომქმნელი თვისებები კარგად არის ცნობილი ყველასთვის, ვინც ჟელეს ან მურაბას ამზადებს. იგივე გელის წარმომქმნელი თვისებები პასუხისმგებელია ადამიანის ჯანმრთელობაზე.(ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სისხლში შაქრის და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის კონტროლი.)
ბაზარზე პექტინის ორი ძირითადი ფორმაა: ვაშლის და მოდიფიცირებული ციტრუსის პექტინი (MCP). ორივე მიიღება საწყისი ხილის რბილობისაგან.
ვაშლის პექტინი მინიმალურად არის დამუშავებული და აქვს უფრო დიდი გელის წარმომქმნელი თვისებები.
მოდიფიცირებული ციტრუსის პექტინი (MCP), რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფრაქციული პექტინი, დამუშავებულია პოლისაქარიდების უფრო მოკლე ჯაჭვების შემცველობით, რომლებიც უფრო ადვილად იხსნება წყალში და უკეთესად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ, ვიდრე ჩვეულებრივი, გრძელი ჯაჭვის ვაშლის პექტინი.
მოდიფიცირებული ციტრუსოვანი პექტინის უნიკალური სარგებელი ტრიალებს მის შთანთქმელ ნაერთებში, რომლებსაც შეუძლიათ ლექტინების შეერთება უჯრედებზე, რომლებიც ცნობილია როგორც გალაქტინები. ეს შებოჭვა ხელს უშლის ამ არასასურველი უჯრედების შეკრებას, სისხლში ცირკულირებისა და სხეულის სხვა ქსოვილებში გავრცელებას.
MCP ახორციელებს სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვან აქტივაციას, რომლებიც ცნობილია როგორც ციტოტოქსიური T უჯრედები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები, რომლებიც ახდენენ მოდულატორულ ეფექტს იმუნურ ფუნქციაზე.
პექტინის ჯანმრთელობის სარგებელი
ქოლესტერინის და არტერიული წნევის მხარდაჭერა
პექტინი აუმჯობესებს ქოლესტერინის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ნორმალურ არტერიულ წნევას. განსაკუთრებით ვაშლის პექტინს შეუძლია გააძლიეროს გულის ჯანმრთელობა ქოლესტერინის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით.
ღვიძლში ქოლესტერინი ნაღვლის მჟავების დედა ნაერთია. ვაშლის პექტინი აუმჯობესებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, წვრილ ნაწლავში ნაღვლის მჟავებთან შეკავშირების გზით. განავალში ნაღვლის მჟავების დაკარგვით, მეტი ქოლესტერინი გარდაიქმნება ნაღვლის მჟავებად, რაც ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებას.
წონის მართვა და სისხლში შაქრის კონტროლი
ვაშლის პექტინი აფერხებს კუჭის დაცლას, რაც ხეულს უწყობს გაჯერების განცდას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშლის პექტინი დაგეხმარებათ უფრო კონტროლირებად კვებაში, რაც ერთ ერთი მთავარი პირობაა წონის დაკლებას.
კუჭის ნელი ტემპით დაცლა ასევე კავშირშია ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის კონტროლის გაუმჯობესებასთან, რაც ასევე დადებითად მოქმედებს წონის დაკლებაზე. პექტინმა აჩვენა საკმაო სარგებელი ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაზე იმ ადამიანებში, ვისაც სისხლში შაქრის ცუდი კონტროლი აქვთ.
ნაწლავების ჯანმრთელობა
საბოლოო ჯამში, პექტინის ყველაზე დიდი სარგებელი დაკავშირებულია ნაწლავების ჯანმრთელობასთან.
მიკროორგანიზმები - ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები - რომლებიც ცხოვრობენ ნაწლავებთან ერთად, განუყოფელ როლს ასრულებენ ჩვენს ჯანმრთელობაში. ვაშლის პექტინი, როგორც "პრებიოტიკი", ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აქტივობას, ასევე აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მავნე ბაქტერიების ზრდას, როგორიცაა Clostridium და Bacteroides sp.10,11.
ხელს უწყობს მძიმე მეტალების აღმოფხვრას
გელის წარმომქმნელი ბუნებისა და ნაღვლის მჟავებთან შეკავშირების უნარის გამო, პექტინი არის სასარგებლო საშუალება დეტოქსიკაციის კუთხით.
სხვა გელის წარმომქმნელი ბოჭკოების მსგავსად, პექტინი სასარგებლოა მძიმე მეტალების, როგორიცაა ტყვიის, ვერცხლისწყლის, კადმიუმის და ა.შ. აღმოფხვრის ხელშეწყობაში.
დოზირების რეკომენდაცია
პექტინის ყოველდღიური დოზაა 5 გრამი დღიურად.
გვერდითი ეფექტები და უსაფრთხოება
პექტინი უკიდურესად უსაფრთხოა და ფაქტიურად არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: ნებისმიერი ბოჭკოს მიღებისას აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი წყლის დალევა.