ლეციტინი არის ბუნებრივი ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც გვხვდება მცენარეულ და ცხოველურ საკვებ წყაროში. ლეციტინის, როგორც „ფუნქციური საკვების“ გამოყენება სათავეს იღებს 1907 წლიდან.
ლეციტინის ძირითადი კომპონენტებია ცხიმოვანი ნაერთები, რომლებიც ცნობილია როგორც ფოსფატიდები, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავია ფოსფატიდილქოლინი. ეს ნაერთი ასევე წარმოადგენს საკვანძო სტრუქტურულ ფაქტორს ადამიანის უჯრედის მემბრანებში და კრიტიკულად მნიშვნელოვანია უჯრედების ჯანმრთელობისთვის.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ თუ რა როლს თამაშობს ლეციტინი ადამიანის ჯანმრთელობაში.
ქოლინის წყარო
მიუხედავად იმისა, რომ ქოლინი შეიძლება გამომუშავდეს ორგანიზმში ამინომჟავის მეთიონინის ან სერინისგან, ის 1998 წელს მედიცინის ინსტიტუტის მიერ დასახელდა აუცილებელ საკვებ ნივთიერებად. მიზეზი ის არის, რომ ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, ის რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი აწარმოებს, არ არის საკმარისი სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ქოლინი ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერის აცეტილქოლინის წარმოებაში, აგრეთვე უჯრედის მემბრანის სასიგნალო ნაერთებში. ის ასევე არის აუცილებელი ვიტამინების “დონორი”.(ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12.)
ქოლინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების სწორად ტრანსპორტირებაში. ქოლინის გარეშე, ცხიმები ხვდება ღვიძლის უჯრედებში, რომელიც იწვევს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებას. ასე რომ, ლეციტინი არის ფოსფატიდილქოლინის ყველაზე მდიდარი წყარო.
გარდა ამისა, არაერთი კვლევა ადასტურებს, ქოლინი ხელს უწყობს გონებრივი ფუნქციის და მეხსიერების გაუმჯობესებას. კონკრეტულად კი, იგი ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რომელიც დიდ როლს ასრულებს მეხსიერებასა და ტვინის ფუნქციონირებაში.
იმის გამო, რომ ქოლინის დონე რეგულარულად ვერ მოწმდება ლეციტინის პერიოდული მიღება საკმაოდ გონივრულია.
ღვიძლის ჯანმრთელობა
როდესაც ღვიძლი ზიანდება, ეს იწვევს მასში ცხიმის დეპონირებას. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაზიანებით, თუმცა, არსებობს ახალი ეპიდემიის ფორმა, რომელსაც ეწოდება არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება (NAFLD). მისი სიმძიმე მერყეობს ღვიძლის ფუნქციის საკმაოდ კეთილთვისებიანი დარღვევიდან ღვიძლის ანთებამდე, რომელსაც ეწოდება არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH), რომელიც შეიძლება გადავიდეს ციროზამდე და საბოლოოდ ღვიძლის უკმარისობამდე.
ქოლინი, განსაკუთრებით ფოსფატიდილქოლინი, საჭიროა ღვიძლიდან ცხიმების ტრანსპორტირებისთვის. თუ ქოლინის დონე დაბალია, ცხიმი გროვდება ღვიძლში, რაც იწვევს ზემოთ აღნიშულ დაავადებას. ქოლინის დაბალი დონე მკვეთრად ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.
ლეციტინი და ქოლესტერინი
ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები ღებულობს ლეციტინს, არის ქოლესტერინის დონის მკვეთრი შემცირება, რაც პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან.
არსებობს არაერთი კლინიკური მტკიცებულება ამ გამოყენების მხარდასაჭერად. მაგალითად დაახლოებით 50 წლის ჩატარებულმა კვლევამ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. მტკიცებულებები ადასტურებს ლეციტინის დადებით ეფექტს.
საერთო ჯამში, დაახლოებით 15 კლინიკურ კვლევაში ლეციტინმა შრატის მთლიანი ქოლესტერინი 28.2%-ით შეამცირა, ხოლო ტრიგლიცერიდები 25%-ით. რაც შეეხება HDL(ჯანსაღ) ქოლესტერინს, მისი დონე 20%-ით გაიზარდა. ამ კვლევებში ლეციტინის დოზა იყო 1,5-დან 2,7 გ-მდე დღეში.
უახლესი კვლევა გამოქვეყნდა 2010 წელს. კვლევაში მონაწილეობდა 30 ადამიანი, რომელთაც ქოლესტერინის მაღალი დონე ჰქონდათ. ისინი ყოველდღიურად, 2 თვის განმავლობაში იღებდნენ 500 მგ ლეციტინს, ფოსფატიდილქოლინის მაღალი კონცენტრაციით. დანამატმა შეამცირა მთლიანი ქოლესტერინის 56%-ი. ეს არის შთამბეჭდავი შედეგები, რომელმაც ამ ნივთიერებაზე დამატებითი კვლევის საჭიროება წარმოშვა, რაც ხელს შეუწყობს ლეციტინის პოპულარობის აღორძინებას, როგორც უსაფრთხო და ეფექტური საშუალებას ქოლესტერინთან ბრძოლაში.