UNS - ECONO XXL არის მაღალი ხარისხის რძის შრატის კონცენტრატი.
პროდუქტი შექმნილია როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანებისათვის.
ინტენსიური ვარჯიშის დროს, რძის შრატის ცილა აწვდის ჩვენს ორგანიზმს საჭირო ამინომჟავებს და უზრუნველყოფს როგორც მშრალი კუნთოვანი მასის ზრდა-განვითარებას, ასევე ვარჯიშის შემდგომი დაღლილობისა და ტკივილის შემცირებას.
თითოეული პორცია ECONO XXL გვთავაზობს 21 გრამ ცილას, 2 გრამ ცხიმს, 5,5 გრამ ნახშირწყალსა და სულ რაღაც 1,2 გრამ შაქარს. ამიტომაც მისი მღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების დროს.
პროდუქტის წარმოებისთვის გამოყენებულია მაღალი ხარისხის ნედლეული, რომლის წყალობითაც ცილა არ ქაფდება და ადვილად იხსნება. გარდა ამისა, არ არის გამოყენებული იაფასიანი საღებავები, დამატკბობლები და გამასქელებლები.
UNS - ECONO XXL -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს ძალას და ენერგიას
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს
- უზრუნველყოფს აღდგენას
- ამცირებს ვარჯიშის შემდგომ დაღლასა და კუნთების ტკივილს
- შეიცავს მინიმალური რაოდენობით ცხიმს, ნახშირწყალსა და შაქარს
- აქვს სასიამოვნო გემო
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1,5 კოვზი) 150 მლ წყალში ან რძეში. მიიღეთ დილით უზმოზე, ან ვარჯიშის შემდგომ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.