Redcon1 - Whey isolate Isotope არის უმაღლესი ხარისხის, ამერიკული შრატის იზოლატის პროტეინი.
Isotope დამზადებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით, რომელიც ხელს უშლის ცილის სტრუქტურის დაშლას. ამგვარად შენარჩუნებულია ნატურალური ამინომჟავების პროფილი და ცილის ფრაქციები გათავისუფლებულია არასაჭირო მინარევებისგან. შედეგად, მიღებულია მაღალი ბიოშეღწევადობის, სწრაფად შეწოვადი და ათვისებადი ცილა, ამინომჟავების სრულყოფილი პროფილით.
პროდუქტი უზრუნველყოფს კუნთების ცილის სინთეზის დაწყებას (კუნთების მშენებლობა) და აფერხებს ცილების დაშლის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია, თუ თქვენი მიზანი გამოშრობა და ამასთანავე, კუნთოვანი მასის შენარჩუნებაა. იგი აძლიერებს ვარჯიშის ანაბოლურ ეფექტს, რადგან ის სწრაფად აწვდის აუცილებელ ამინომჟავებს კუნთოვან ქსოვილს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
Redcon1 - Whey isolate Isotope თითოეულ პორციაზე შეიცავს 25 გრამ მაღალი ხარისხის იზოლატის ცილას, 5 გრამ გლუტამინსა და 6.5 გრამ BCAA-ს. მას აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე ადვილად შეიწოვება, ვიდრე ცილის ყველა სხვა წყარო.
Redcon1 - Whey isolate Isotope - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მიღებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით
- არის უმაღლესი ხარისხსი შრატის იზოლატი
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- მატებს ძალას და გამძლეობას
- აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა და შეწოვის უნარი
- შეიცავს დიდი რაოდენობით EAA-სა და BCAA-ს
- არ შეიცავს დამატებულ შაქარს
- დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში ან უცხიმო რძეში. მიიღეთ 1-3-ჯერ დღეში, დილით უზმოზე, ვარჯიშამდე 60 წთ ადრე, ან ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.