Redcon1 MRE Lite არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს მიიღოს პროტეინი ჯანსაღი, ნატურალური და დაბალკალორიული წყაროდან. მისი უნიკალური ფორმულა იდეალურია, როგორც წონის დაკლების პროცესში, ასევე კუნთების ზრდისა და ზოგადი კვების გაუმჯობესებისთვის.
Redcon1 MRE Lite მართლაც გამორჩეული პროდუქტია თავისი შემადგენლობით, რადგან შეიცავს ნამდვილი საკვებისგან მიღებულ პროტეინებს, როგორებიცაა: ძროხის პროტეინი, ქათმის პროტეინი, თევზის პროტეინი, კვერცხის ცილა, ბრინჯისა და ბარდის პროტეინი. არ შეიცავს შრატის პროტეინს, რაც იდეალურია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ნამდვილი საკვების წყაროებიდან მიღებული პროტეინი ნელა შეიწოვება, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ნაყროვანებას და ამცირებს შიმშილის გრძნობას.
ამ ამერიკული ბრენდის პროდუქცია დაფუძნებულია კარგად შესწავლილ ინგრედიენტებზე და დამზადებულია FDA-სა და cGMP-ის (Good Manufacturing Practices) სტანდარტების სრული დაცვით. ბრენდი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ინგრედიენტების სისუფთავეს და ეფექტურობას.
Redcon1 - Mre Lite Protein - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას
- ამცირებს დაღლილობას და ტკივილს ვარჯიშის შემდგომ
- ააქტიურებს ანაბოლიზმს
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- მატებს ძალას და გამძლეობას
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- არ შეიცავს რძის პროდუქტებს და ლაქტოზას
- დამზადებულია ნამდვილი საკვებისაგან
- იწვევს ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას
- შეიცავს: საქონლის, ქათმის, თევზის, კვერცხის, ბრინჯისა და ბარდის ცილას.
- აქვს უგემრიელესი არომატი და კარგი სტრუქტურა
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 პაკეტი) 200-300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.