optimum nutrition – creatine monohydrate არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი კრეატინ მონოჰიდრატის დამუშავებული – მიკრონიზებული ფორმა.
კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. მიღებული კრეატინ მონოჰიდრატი, კუნთებში გარდაიქმნება მოლეკულად, სახელად ფოსფოკრეატინი, რომელიც წარმოადგენს ATP-ის რესინთეზის მთავარ წყაროს. ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას.
კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინის მონოჰიდრატი წყალს კუნთოვანი უჯრედის შიგნით აგროვებს, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. რატომ არის კუნთოვანი უჯრედის მოცულობა მნიშვნელოვანი? კვლევის თანახმად, უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა.
optimum nutrition – creatine monohydrate-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ახდენს უჯრედის ჰიდრატაციას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილი სინთეზს
– აძლიერებს ATP-ის რესინთეზს
– არის მეცნიერულად შესწავლილი პროდუქტი
– არის კრეატინ მონოჰიდრატის მაქსიმალურად დამუშავებული – მიკრონიზებული ფორმა
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 სავსე ჩაის კოვზი 150-200მლ წყალში ან სხვა ტკბილ სითხეში. მიიღთ 1-2 პორცია დღეში, დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ან ვარჯიშის შემდეგ. კრეატინის მიღების დროს მოიხმარეთ დიდი რაოდენობით წყალი, მინიმუმ 3 ლიტრი დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.