Nuclear Nutrition - Igniter - ვარჯიშამდე მისაღები pre-workout-ია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ვარჯიშის დროს, იქნება ეს მეტი გამძლეობა, უფრო მძიმე წონების აწევა, საუკეთესო ფამფი თუ ხანგრძლივად და ენერგიულად ვარჯიში.
მისი შემადგენლობის კომპონენტები განსაკუთრებით აქცენტირებულია ფამფის ეფექტზე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ვისაც სურს კუნთოვანი მასის გაზრდა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
Nuclear Nutrition - Igniter შემადგენლობა:
Arginine alpha-ketoglutarate (ლ-არგინინი) - არის ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს ცილისა და კრეატინის სინთეზში, აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას და ზრდის მასში ჟანგბადის მიწოდებას. ვარჯიშის წინ მისი მიღება ზრდის ფამფის ეფექტს, გამძლეობას და ძალას. იდეალურია მათთვის ვისაც სურს კუნთოვანი მასის მატება. ლ-არგინინი გამოდევნის ორგანიზმიდან ამიაკს, აზოტის ნარჩენებს და ზრდის იმუნიტეტს. მისი ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი არის დაბალი ათვისებადობა. სამაგიეროდ,
Citruline malate - არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას თირკმელებში გარდაიქმნება ამინომჟავა ლ-არგინინად და რომელსაც აქვს მაღალი ბიოათვისებადობა. ამიტომ საუკეთესო შედეგისთვის ეს 2 ამინომჟავა გამოიყენება ერთდროულად.
Beta-alanine - არის ამინომჟავა, რომლიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და მძიმე ვარჯიშის პირობებში, იცავს კუნთის უჯრედებს დაშლისაგან. ამინომჟავა ჰისტიდინთან ერთად იგი ქმინს ერთგვარ დამცავ ბარიერს კუნთის უჯრედების გარშემო და იცავს მათ ხანგრძლივი, ინტენსიური ვარჯიშის პირობებში დაღლისაგან.
Betaine - არის ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ქოლინისაგან (მიეკუთვნება ბ-ჯგუფის ვიტამინების კატეგორიას) და მონაწილეობს ღვიძლის მუშაობაში. იგი მნიშნელოვან როლს თამაშობის ორგანიზმში კრეატინისა და ცილის სინთეზში. სწორედ ამიტომ დადებიტად მოქმედებს კუნთის ზრდაზე, გულის მუშაობაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე.
Glycerol Monosterate - ზრდის სითხის კონცენტრაციას სისხლში და კუნთოვან ქსოვილებში. მისი მიღება სწრაფად ატენიანებს კუნთებს და ასტიმულირებს კუნთებში სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვას.
Caffeine - ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინში და ზრდის ტვინის ფუნქცია-შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ აისახება ორაგნიზმის პროდუქტიულობასა და ენერგო-მაჩვენებელზე.
Nuclear Nutrition - Igniter - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ფიზიკურ ძალას
– აძლიერებს ტუმბოს ეფექტს (ფამფი)
– ხელს უწყობს კუნთის ზრდას
– აძლიერებს კონცენტრაციას
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ენერგიას
რეკომენდებული გამოყენება: გახსენით 1 კოვზი ფხვნილი (8,75 გ) 150-200 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 15-30 წთ ადრე.
გამოცდილებს შეგიძლიათ მიიღოთ 2 კოვზი.
2 კოვზზე შეიცავს 400 მგ კოფეინს.
რეკომენდაცია: საუკეთესო შედეგისთვის შეგიძლიათ ამ დანამატში გაურიოთ ნებისმიერი კრეატინი.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.