Now – Selenium არის კაფსულების სახით წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი მინერალი – სელენი.
სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის სხეულში წარმოქმნილ ანტიოქსიდანტებს, ამცირებს უჯრედის ჟანგვით სტრესს და იცავს პრგანიზმს კიბოს წარმოქმნის რისკისგან.
ორგანიზმში სელენის დაბალი დონე უკავშირდება გულის დაავადების მომატებულ რისკს. მან ასევე შეიძლება შეამციროს ანთების ნიშნები ჩვენს სხეულში, რაც არის გულის დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.
დადგენილია, რომ ჟანგვითი სტრესი მონაწილეობს ისეთი ნევროლოგიური დაავადებების დაწყებასა და პროგრესირებაში, როგორიცაა პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი და ალცჰეიმერი. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სელენის დაბალი დონე სისხლში. შესაბამისად ორგანიზმში სელენის საჭირო დონით არსებობა ამცირებს ალცჰეიმერისა და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს.
სელენი არანაკლებ მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისათვის. ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი შეიცავს სელენის მეტ რაოდენობას, ვიდრე ადამიანის სხეულის სხვა ორგანოები. ეს მინერალი იცავს ფარისებრ ჯირკვალს ჟანგვითი დაზიანებისგან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებაში.
გარდა ამისა, სელენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის ჯანმრთელობაში. ეს ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგვითი სტრესის შემცირებას, რაც ამცირებს ანთებას და აძლიერებს იმუნიტეტს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სელენის სისხლში მომატებული დონე ასოცირდება გაძლიერებულ იმუნურ პასუხთან. მეორეს მხრივ, ნაჩვენებია, რომ მისი დეფიციტი ზიანს აყენებს იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას და შეიძლება გამოიწვიოს ნელი იმუნური რეაქცია.
Now – Selenium-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის უმნიშვნელოვანესი მინერალი
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილ ანთებით პროცესებს
– უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
– ამცირებს ნევროლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს
– მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებაში და ჰორმონების წარმოებაში
– არ შეიცავს საფუარს
– ფლობს GMP სერთიფიკატს
– არის Non-GMO
– არის კეტო მეგობრული
– არის ვეგანური
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.