Now foods - Omega 3 არის თევზის ქონი, რომელიც დამზადებულია ხარისხის კონტროლის მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. იგი შემოწმებულია და არ შეიცავს დამაბინძურებლების პოტენციურად მავნე დონეს, როგორიცაა PCBs, დიოქსინები, ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები.
პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია, როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. ისინი არიან აუცილებელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები (EUFA), რომელთა სისტემატიური მიღებაც რეკომენდირებულია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ომეგა -3 მჟავების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად მუშაობას და მთავარი ორგანოების ჯანმრთელობას.
Now foods - Omega 3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციონირებას
– ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების სათანადო დონის შენარჩუნებას
– არეგულირებს არტერიულ წნევას
– არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
– მონაწილეობს ტვინის გამართულ ფუნქციონირებაში
– აძლიერებს მხედველობასა და თვალის ჯანმრთელობას
– ფლობს GMO სერთიფიკატს
– არის Non-GMO
– არის კეტო მეგობრული
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 2 აბი 2-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.