Nature's Truth - Liposomal Vit D3 5000IU არის D3 ვიტამინის ყველაზე უკეთ აბსორბირებადი ფორმა, რომელიც დამტკიცებულია უახლესი კვლევების საფუძველზე.
D ვიტამინი ჩვეულებრივ მიიღება საკვებიდან ან წარმოიქმნება კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას. ამასთან, იგი არ გვხვდება უხვად საკვებში. ვინაიდან მზის ნათების ინტენსივობა იკლებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, D ვიტამინის დანამატის სახით მიღება კიდევ უფრო საჭირო ხდება მისი სათაადო მარაგის შესავსებად.
D3 ვიტამინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე არის მისი ჩართულობა იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. მისი ნაკლებობა ავტომატურად განაპირობებს ჩვენი იმუნიტეტის დასუსტებასა და არასრულფასოვან მოქმედებას. მისი დაბალი დონე ასოცირდება რესპირატორული დაავადებების მომატებულ რისკთან. D3 ვიტამინმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გუნება-განწყობილების დარეგულირებასა და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად.
ასევე მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის გავლენა მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობაზე და ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას და ხარისხიან შეწოვას. იგი აქტიურად გამოიყენება ძვლის დარღვევების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა რაქიტი, ოსტეომალაცია). ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ვიტამინ D3 ხელს უწყობს ინსულინის სწორ მოქმედებას და გლუკოზის მეტაბოლიზმს. მას ასევე აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში.
Nature's Truth - Liposomal Vit D3 5000IU შექმნილია Liposomal ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს უახლესი ფორმა გამოიყენება საკვები დანამატებისა და მედიკამენტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ლიპოსომები მცირე ბუშტუკებია, რომლებიც შედგება ლიპიდური მემბრანისგან და დამზადებულია იგივე მასალისგან, რასაც ჩვენი უჯრედების მემბრანა.
ეს ტექნოლოგია აუმჯობესებს შეწოვას და ბიოშეღწევადობას, რადგან ლიპოსომები იცავენ აქტიურ ინგრედიენტებს ორგანიზმში დაშლისგან და ეფექტურად აწვდიან მათ უჯრედებს. D3 ვიტამინის შემთხვევაში, ლიპოსომური ფორმა უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს აძლევს ორგანიზმს.
Nature's Truth - Liposomal Vit D3 5000IU-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
– ზრდის კალციუმის დონეს ორგანიზმში
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– აუმჯობესებს მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობას
– მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში
– აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას
– წაროდგენილია Liposomal - სწრაფად შეწოვადი ფორმის სახით
მიღების წესი და დოზირება:
თქვენი წონის ყოველ 50 კილოგრამზე მიიღეთ 1 აბი. მიიღეთ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად. სასურველია დღის პირველ ნახევარში
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.