Myprotein L-Glutamine – არის სუფთა და სწრაფად ათვისებადი გლუტამინი, რომელის შეფუთვაშიც მოთავსებულია 50 პროცია გლუტამინი, არომატის გარეშე, კუნთის გამოკვებისა და ზრდისთვის. გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის არსებობას.
პროდუქტი წარმოდგენილია ნატურალური გემოთი, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, აქვს კარგი ხსნადობა და სწრაფი შეწოვის თვისება.
Myprotein L-Glutamine ის თვისებები
- იცავს კუნთს დაზიანებისაგან
- ინტენსიური დატვირთვების დროს იცავს ორგანიზმს ტრავმისგან
- ხელს უწყობს კუნთოვან ქსოვილებში ცილების დაჩქარებულ გამომუშავებას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდა განვითარებას
მიღების წესი და დოზირება მიიღეთ 1 პორცია (1.3/4 მასში მოთავსებული კოვზი 5გრ) 1-2 ჯერ დღეში. ვარჯიშის დროს ან/და შემდეგ გახსენით 200-300მლ წყალში.
გაფრთხილება არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.