Muscle Pharm - Glutamine - ის გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, რადგან წარმოადგენს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ამინომჟავას. რეგულარული ინტენსიური ვარჯიში ამცირებს კუნთში ბუნებრივი გლუტამინის მარაგს, რაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილების რღვევას. ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა დაჩქარებული ტემპით მნიშვნელოვანია კუნთის სწორად ჩამოყალიბებისთვის. დამატებით -Glutamine - ის მიღება ხელს უწყობს კუნთში გლუტამინის დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენისა და ზრდის დაჩქარებას.
Muscle Pharm - Glutamine - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აჩქარებს კუნთის აღდგენას და უზრუნვლეყოფს მშრალი კუნთის ზრდას;
- ინტენსიური ვარჯიშის დროს იცავს კუნთს დაზიანებისგან;
- კუნთოვან ქსოვილს ამდიდრებს ამინომჟავებით;
- შეიცავს 5გრამ L-Glutamine-ს;
- იცავს კუნთს დაზიანებისგან;
Muscle Pharm - Glutamine - ის მიღების წესი და დოზირება: საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ 1 კოვზი (5გრ) ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.