Mammut Nutrition - Creatine Monohydrate არის უმაღლესი ხარისხის გერმანული კრეატინ მონოჰიდრატი, რომელსაც დამატებული აქვს მაგნიუმი.
კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში, სადაც გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად. ეს მაღალსიჩქარიანი მეტაბოლიტი შემდგომში გამოიყენება კუნთების რეგენერციისთვის, რაც კუნთების ენერგიის წყაროა.
კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კვლევების თანახმად, კრეატინს შეუძლია გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი - სწრაფად აღიდგინოს დახარჯული ენერგია (ATP).
ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო მძიმე წონების აწევას, გაგიუმჯობესდებათ გამძლეობა და ამასთანავე ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფი აღდგენა გექნებათ.
მაგნიუმი არის სასიცოცხლო მინერალი, რომელიც ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება. ის ამცირებს დაღლილობას და მატებს ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას. სპორტსმენებში ხშირია კუნთების დაჭიმულობა ე.წ სპაზმები, კრუნჩხვები, რაც განპირობებულია მაგნიუმის დეფიციტით, მით უფრო, რომ ვარჯიშის დროს ეს მინერალი ოფლთან ერთად გამოიდევნება გარეთ. ამიტომ მაგნიუმის მიღება მნიშვნელოვანია ყველა სპორტსმენისთვის. გარდა ამისა, მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულისა და კუნთების გამართულ მუშაობაზე, ელასტიურობასა და მოქნილობაზე. კრეატინთან ერთად მისი მიღება გაცილებით მნიშვნელოვანია, რაგდან კრეატინ მონოჰიდრატი აკავებს წყლის მოლეკულებს კუნთებში, ხოლო, მაგნიუმი, რომელიც არის ელექტრულად დამუხტული მინერალი აუმჯობესებს კუნთების ელექტრული იმპულსების გამტარიანობას და იცავს კუნთებს ტრავვებისაგან.
Mammut Nutrition - Creatine Monohydrate - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– აღადგენს ელექტროლიტულ ბალანსს
– დამზადებულია გერმანიაში
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5.8 გ) 200-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30-60 წთ ადრე და ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ 1 პორცია დღის მანძილზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
რეკომენდაცია:
კრეატინისგან მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად, გამოიყენეთ ის ნახშირწყლებთან ან პროტეინთან ერთად კომბინაციაში. რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კუნთის ზრდას.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.