Golden Kings – სიმინდის ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკურად, პირველი ცივი დაწნეხვის მეთოდით. ეს უგემრიელესი ზეთი მზადდება ვიტამინების შემანარჩუნებელი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, სიმინდის მარცვლისაგან.
ზეთის დამუშავების პროცესში არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები ინახება “ცოცხლად” და ბუნებრივად. ამ გზით დამზადებული ზეთები ყველაზე ფასეულია კვების და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, ისინი ინარჩუნებენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს, რომლებსაც შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.
სიმინდის ზეთი ითვლება დიეტურ პროდუქტად და გამოიყენება ბავშვთა კვებაში. იგი ძალზე სასარგებლოა დაბალანსებული შემადგენლობის გამო, რომელსაც თავად ბუნება ქმნის. ცივი დაწნეხვის მეთოდით მიღებული სიმინდის ზეთი არის ქარვისფერი, მსუბუქი, სასიამოვნო სუნითა და სიმინდის გემოთი. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს სიმინდის ზეთის დიეტურ თვისებებს, არის მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავების (ვიტამინი F) და E ვიტამინის დიდი შემცველობა, რომელსაც ასევე უწოდებენ „ახალგაზრდობის ვიტამინს“, რადგან იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტის.
E და F ვიტამინების გარდა, ეს ზეთი მდიდარია B1, B2, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით და K3 ვიტამინით. სიმინდის ზეთი შეიცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა -3 და ომეგა -6 ფორმებს, რომლებიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ, ხელს უწყობენ ორგანიზმში ქოლესტერინის დონის დაბალანსებას, სისხლძარღვების გაწმენდას და სისხლს გათხელებას.
Golden Kings – სიმინდის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის უჯერი ცხიმების შესანიშნავი წყარო
– შეიცავს ომეგა 3-ს და ომეგა 6-ს
– დიდარია E, F, B1, B2, A და K3 ვიტამინებით
– მიღებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს
– არის მსუბუქი ტექსტურის, სასიამოვნო სუნითა და გემოთი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღის განმავლობაში სურვილისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.