Pump mode არის სტიმულანტებისგან გაწმენდილი საკვები დანამატი რომელიც უნიკალური ფორმულის წყალობით დაგეხმარებათ მაქსიმალური ფამფის შეგრძნებაში ვარჯიშის მომენტში . Evlution Nutrition-ის ეს პროდუქტი დაკომპლექტებულია თანამედროვე კვლევებით აღიარებული ისეთი კომპონენტებისგან როგორებიცაა:
BETAINE NITRATE (AS NO3-T)- იყენებს ორგანიზმში მოქმედების უნიკალურ რეჟიმს, ნიტრატების მოლეკულების მეტაბოლიზაციის მეშვეობით იზრდება აზოტის ოქსიდის წარმოება ორგანიზმში . აზოტის ოქსიდის რაოდენობის ზრდა იწვევს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და ჟანგბადის ტრანსპორტირებას, რაც ხელს უწყობს უფრო მეტ საკვებ ნივთიერებების მიწოდებას კუნთებისთვის , ამასთანავე ხელს უწყობს ATP– ის წარმოებას, რომელიც საჭიროა ენერგიის წარმოებისთვის.
HYDROMAX არის ულტრაკონცენტრირებული გლიცეროლის ფორმა რომელიც 10-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე სტანდარტული გლიცეროლი.HYDROMAX ზრდის სხეულის შესაძლებლობებს, რომ კუნთის უჯრედებმა შეიწოვოს მეტი სითხე , რათა უფრო დიდი ჰიდრატაცია შექმნას და კუნთის უჯრედები მომარაგებული იყოს საკვები ნივთიერებებით მძიმე ვარჯიშის დროს. HYDROMAX– ს აქვს ძლიერი დამატენიანებელი მოქმედება, მხარს უჭერს სხეულის სითხის მოცულობის მატებას და ხელს უწყობს ვარჯიშის დროს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას.
VITAMIN C AND D COMPLEX: ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელ იმუნურ სისტემას. ეს ანტიოქსიდანტი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლასა და განეიტრალებას, ვიტამინი D მხარს უჭერს ფერმენტის eNOS წარმოებას, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს აზოტის ოქსიდის წარმოებაში, ასევე ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების შეთვისებას რაც ძვლების გაძლიერებისთვის არის საჭირო.
Evlution Nutrition – Pump mode თვისებები:
- ზრდის აზოტის ოქსიდის წარმოქმნას;
- ამარაგებს კუნთებს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით;
- სწრაფად აშენებს კუნთურ მასას;
- ამცირებს ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას;
- ზრდის კუნთის ტუმბოს ეფექტს ანუ „ფამფს“;
- ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ნუტრიენტებით;
- აჩქარებს მეტაბოლიზმს ;
- დამზადებულია ამერიკაში ;
რეკომენდირებული გამოყენება :
გახსენით1 პორცია (4.2 გრამი)150-200მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 15-30 წუთით ადრე .
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.