Evlution Nutrition – Melatonin არის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ღამის ხარისხიან და ხანგძლივ ძილს.
ცუდმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს უენერგიობა და არაერთი ჯანმრთელობის პრობლემა. მოზრდილთა უმეტესობა ღამის განმავლობაში ვერ ახერხებს 7-9 საათის განმავლობაში ძილს, რომელიც საჭიროა ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ძილის დროს და გვეხმარება ჩაძინებაში. კვლევებმა დაადგინა, რომ მელატონინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ზრდის ჰორმონების ნორმალურ გამოყოფას ღამით.
სამწუხაროდ, ბევრმა ყოველდღიურმა საქმიანობამ შეიძლება შეუშალოს ხელი მელატონინის გამომუშავებას, მაგალითად: გვიან დაძინებამ, გამოსხივებამ, ხმაურმა, გადაღლამ და ა.შ. მელატონინის საკვები დანამატის სახით მიღება შესაძლოა დაგეხმაროთ ძილის ციკლის მოწესრიგებაში, გაგიადვილოთ ჩაძინება და აამაღლოს თქვენი ღამის ძილის ხარისხი.
ხარისხიანი ღამის ძილი არის უმთავრესი ზოგადი ჯანმრთელობისათვის, ვარჯიშის შემდგომი აღდგენისათვის და გონებრივი შესაძლებლობების გაზრდისათვის.
Evlution Nutrition – Melatonin-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– გვეხმარება ჩაძინებასა და აუმჯობესებს ძილის ხარისხს
– 1 აბი შეიცავს 5 მგ მელატონინს
– არ შეიცავს გლუტენს და არის No GMO
– არის ვეგანური კაფსულები
– დამზადებულია ამერიკაში GMP სერტიფიირებულ ლაბორატორიაში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ტაბლეტი ძილის წინ, 30-60 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.