Evlution Nutrition – LeanMode არის ცხიმისმწველი, რომელიც აერთიანებს ყველაზე ეფექტურ ცხიმისმწველ ინგრედიენტებს და ამასთანავე არ შეიცავს სტიმულანტებს. LEANMODE– ს 5 აქტიური ინგრედიენტი დაგეხმარებათ ცხიმის დაწვაში, მეტაბოლიზმის გაძლიერებაში და მადის დათრგუნვაში, რაც გარანტიაა მიიღოთ სასურველი შედეგი სტიმულანტების გარეშე. პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ლაბორატორიულად შესწავლილ და გამოკვლეულ ინგრედიენტებს და მზადდება FDA-ს მიერ შემოწმებულ და GMP სერტიფიცირებულ საწარმოში.
მწვანე ყავის მარცვლები შეიცავს ქლოროგენული მჟავების მაღალ კონცენტრაციას – ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც, კვლევების თანახმად, ხელს უწყობენ ცხიმის დაკარგვას და სისხლში შაქრის დონის ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნებას. იგი ასევე მხარს უჭერს გლუკოზის მეტაბოლიზმს ქლოროგენული მჟავების საშუალებით.
აცეტილ L- კარნიტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაწყობებული ცხიმოვანი მჟავების უჯრედებში გადატანაში. მიტოქონდრიებში მათი საწვავად გამოყენება ხდება და სხეულის დიდი რაოდენობით ენერგია მიეწოდება. ამას გარდა, იგი განაპირობებს ტვინის ჯანმრთელობას და მძიმე დიეტის დროს გვეხმარება კოგნიტური ფუნქციების მაღალ დონეზე შენარჩუნებაში.
CLA მრავალი გზით უზრუნველყოფს ცხიმების დაწვას. მათ შორის, მოქმედებს ფერმეტებზე, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში დასაწყობებულ ცხიმოვან უჯრედებს. ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი მოლეკულების უჯრედებამდე ტრანსპორტირებას, სადაც მათი გადამუშავება ხდება.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის აჩქარებას, რაც განაპირობებს ცხიმების სწრაფ წვას. შეიცავს EGCG პოლიფენოლს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი და მწვანე ჩაის ექსტრაქტში შემავალი აქტიური ნივთიერება.
Garcinia Cambogia შეიცავს ჰიდროქსიციტრინის მჟავას (HCA), რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის დონის მხარდაჭერას და განაპირობებს განწყობის სტაბილურ დონეს, რაც გავლენას ახდენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. გამოკვლევების თანახმად, ქლოროგენულ მჟავებმა შეიძლება შეანელონ ან შეამცირონ გლუკოზის გამოყოფა სისხლში, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას და მომატებული მადის დათრგუნვას.
Evlution Nutrition – LeanMode-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს დასაწყობებული ცხიმის წვას
– ამცირებს ზოგადი ცხიმის დონეს ორგანიზმში
– აძლიერებს მეტაბოლიზმს
– თრგუნავს მადას
– აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს
– დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან, მკაცრი კონტროლის ქვეშ
– არ შეიცავს სტიმულანტებს
– არის მარტივი მოსახმარებელი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 სერვინგი (3 კაფსულა) 1-2-ჯერ დღეში. საუკეთესო შედეგისთვის, მიიღეთ ჭამამდე 30-60 წუთით ადრე. პირველი ულუფა საუზმის წინ და მეორე ულუფა სადილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.