Evlution Nutrition – LeanBcaa არის ამინომჟავებისა და ცხიმისმწველი ინგრედიენტების ერთობლიობა.
პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 5 გრამ BCAA-ს, ყველაზე გამოკვლეული და დადასტურებული 2: 1: 1 თანაფარდობით - 2,5 გრამი ლეიცინი, 1,25 გრამი იზოლეუცინი და 1,25 გრამი ვალინი თითო პორციაზე.
BCAA გამოიყენება სხეულის მიერ, როგორც დამატებითი ენერგიის წყარო, ინტენსიური ვარჯიშის დროს. BCAA არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო, როდესაც ნახშირწყლების მარაგი ამოწურულია. იგი წარმოადგენს ერთგვარ დამცავს ჩვენი კუნთებისთვის, რათა კატაბოლურ პირობებში არ მოხდეს კუნთის დაშლა. BCAA-ში შემავალი უმნიშვნელოვანესი ამინომჟავა - L-ლეიცინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და კუნთების მშენებლობისა და შენარჩუნების საკვანძო ფაქტორია.
L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
ითვლება, რომ L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
ლინოლის მჟავა განსაკუთრებით პოპულარულია მისი გასახდომი თვისებების გამო. CLA აძლიერებს ნორადრენალინის ეფექტს. ამ ჰორმონის გაზრდილი დონე იწვევს ლიპოლიზის პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარებას, რომლის წყალობითაც ცხიმოვანი ქსოვილი იწვის შესამჩნევად უფრო სწრაფი ტემპით. გარდა ამისა, CLA არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც თავისთავად აძლიერებს წონის კლების პროცესს.
Evlution Nutrition – LeanBcaa-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- უზრუნველყოფს აღდგენას
- ამცირებს ვარჯიშის შემდგომ დაღლილობას და ტკივილს კუნთებში
- მონაწილეობს მშრალი კუნთოვანი მასის მატებაში
- მონაწილეობს ცილის სინთეზში
- უზრუნველყოფს ცხიმის წვას
- ხელს უწყობს წონის კლებას
- არ შეიცავს სტიმულანტებს
- აქვს სასიამოვნო გემო და კარგი სხნადობა
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ ან დროს.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.