Evlution Nutrition – EVLTEST არის მოწინავე ფორმულით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი. 8 ძლიერი ინგრედიენტისგან შექმნილი, 100% ბუნებრივი და უსაფრთხო პროდუქტი უზრუნველყოფს ორგანიზმში ტესტესტერონის წარმოების სტიმულირებას, ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს, უზრუნველყოფს ესტროგენის (ქალის ჰორმონი) დონის კონტროლს და ზრდის ენერგიას, ძალასა და გამძლეობას.
D-ASPARTIC ACID + VITAMIN D – D-ASPARTIC ACID ეს არის ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც განაპირობებს ტესტესტერონის მატებიას. იგი ძირითადად მოქმედებს ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონების დონის ამაღლებითა და ლუთეიზირებული ჰორმონის წარმოების გაზრდით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტესტესტერონის წარმოებაში. დაბალი D ვიტამინის დონე უარყოფითად მოქმედებს ტესტესტერონის წარმოებაში.
FENUGREEK + ZINC – ფენუგრიკის ექსტრაქტი ხელს უწყობს როგორც ბიოშეღწევადი, ასევე თავისუფალი ტესტესტერონის ზრდას ორგანიზმში. EVLTEST შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ბუნებრივი ფენუგრიკის ექსტრაქტს და ხელს უყწობს ლუთეიზირებელი ჰორმონის წარმოებას. იგი ასევე ამცირებს იმ ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ტესტესტერონს გარდაქმნიან ესტროგენად. თუთია დიდ გავლენას ახდენს ჩვენ სხეულში არსებული თავისუფალი ტესტესტერონის დონეზე. თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ანდროგენების რეცეპტორების შემცირება, ესტროგენის რეცეპტორების ზრდა და ხელი შეუწყოს ტესტესტერონის ესტროგენად გარდაქმნას.
DIM + MAGNESIUM ASPARTATE – DIM ცნობილი როგორც DIINDOLYLMETHANE მოიპოვება ბოსტნეულიდან და ბლოკავს ესტროგენის წარმოებას. იგი უზრუნველყოფს ორგანიზმში ტესტესტერონსა და ესტროგენს შორის ჯანმრთელი ბალანსის შენარჩუნებას. სხეულში მაგნიუმის დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს ტესტესტერონის დონის დავარდნა. იგი ასევე არეგულირებს გულის რითმს და მონაწილეობს ATP-ს წარმოებაში.
TRIBULUS + VITAMIN B6 – TRIBULUS TERRESTRIS წარმოადგენს მცენარეულ ნივთიერებას, რომელიც ბუნებრივი გზით ზრდის ლიბიდოს და ამაღლებს ორგანიზმში ტესტესტერონის დონეს. იგი ბუნებრივად შეიცავს საპონინს, ქიმიურ ნაერთს რომელიც უზრუნველყოფს ლუთეიზირებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) გაზრდას. ვიტამინი B6 მონაწილეობს ორგანიზმში 100 – ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. მამაკაცებში, ვიტამინ B6- ს შეუძლია ხელი შეუწყოს ტესტოსტერონის დონის მოწესრიგებას და ლიბიდოს გაძლიერებას ჰორმონ – პროლაქტინის წარმოების შემცირებით.
Evlution Nutrition – EVLTEST ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ჯანსაღი ტესტესტერონის დონეს
– ამცირებს ესტროგენის (ქალის ჰორმონი) დონეს
– უზრუნველყოფს ჰორმონალურ ბალანს
– მატებს ენერგიასა და გამძლეობას
– აუმჯობესებს ლიბიდოს
– გვეხმარება ვარჯიშის შემდგომ აღდგენაში
– აუმჯობესებს ძილის ხარისხს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 4 აბი ძილამდე 30-60 წუთით ადრე. მიიღეთ ცარიელ კუჭზე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.