Evlution Nutrition - Creatine 5000 Powder არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი მიკრონიზებული კრეატინ მონოჰიდრატი.
კრეატინის მონოჰიდრატი არის ყველაზე გამოკვლეული ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც #1 დანამატი ძალის, გამძლეობისა და კუნთოვანი მასის ზრდისათვის. პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 5 გრამ სუფთა მიკრონიზებულ კრეატინ მონოჰიდრატს, რაც უზრუნველყოფს კუნთოვანი უჯრედების ენერგიის ზრდას და შესაბამისად ძალის, ენერგიის, გამძლეობისა და კუნთოვანი მასის თვალშისაცემ მატებას.
კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას.
კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინის მონოჰიდრატი წყალს კუნთოვანი უჯრედის შიგნით აგროვებს, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. რატომ არის კუნთოვანი უჯრედის მოცულობა მნიშვნელოვანი? კვლევის თანახმად, უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა.
Evlution Nutrition - Creatine 5000 Powder-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ზრდის ATP-ის დონეს ორგანიზმში
- ზრდის ძალას და გამძლეობას
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული დანამატი
- არის მიკრონიზებული, სრულად გასუფთავებული ფორმა
- უზრუნველყოფს უჯრედის ჰიდრატაციას
- არის GMO Free და Gluten Free
- დამზადებულია GMP და FDA სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში
- წარმოდგენილია ნატურალური გემოთი და აქვს კარგი ხსნადობა
- დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ ან შემდეგ. პროდუქტის მოხმარების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.