Evlution Nutrition – 100% Whey არის უმაღლესი ხარისხის შრატის პროტეინი, რომელიც შეიცავს ცილის ყველაზე მაღალ ბიოშეღწევად ფორმას. იგი არის იდიალური საშუალება კუნთების გამოსაკვებად, ამარაგებს კუნთოვან ქსოვილს აუცილებელი ამინომჟავებით და გვეხმარება მშრალი კუნთის ზრდასა და სწრაფ აღდგენაში.
Evlution Nutrition – 100% Whey მზადდება სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის პროცესით. ასეთი დამუშავებით მიღებული ცილა ინარჩუნებს ნატურალურ სტრუქტურას, შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს და მაქსიმალურად გასუფთავებულია ზედმეტი მინარევებისაგან. პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ მაღალი ხარისხის ცილას და 6 გრამ BCAA-ს.
100% Whey მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენ ცდილობთ კუნთოვანი მასის მშენებლობას, კალორიების დეფიციტის ან ინტენსიური ვარჯიშის პირობებში. პროდუქტი ამინომჟავების ეფექტური მიწოდების საშუალებით ააქტიურებს ანაბოლურ ეფექტს და ხელს უწყობს კუნთის ზრდასა და ძალის მატებას.
ამ პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია წონის კლების პროცესში, ვინაიდან იგი არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და კალორიებს.
პროდუქტი შეიცავს 9 შეუცვლელ ამინომჟავას, მათ შორის ყველაზე მაღალი რაოდენობით შედის BCAA. მას აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ იგი მაქსიმალურად ადვილად შეიწოვება.
Evlution Nutrition – 100% Whey-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს მშრალ კუნთოვან მასას
– ხელს უწყობს წონაში მატებას
– ხელს უწყობს აღდგენას
– ზრდის გამძლეობას
– თითოეულ პორციაზე შეიცავს 25 გრამ მაღალი ხარისხის ცილას
– პორციაზე შეიცავს 6 გრამ BCAA-ს და 4 გრამ გლუტამინს
– მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– მზადდება სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის პროცესით
– არ აქვს დამატებული შაქარი
– არ შეიცავს გლუტენს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.