Dorian Yates Nutrition - CA+MG+ZN - შეიცავს აუცილებელ მაკრო და მიკრო მინერალებს, მაგნიუმს, თუთიას და კალციუმს, ასევე ფოსფორს, სპილენძს, ბორს და L-გლუტამინს ოპტიმალური ბალანსისა და სინერგიული ეფექტისთვის. მაგნიუმის, თუთიის და კალციუმის შერწყმა ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, იმუნური სისტემის, ჯანსაღი ძვლების, სახსრებისა და კბილების განვითარებას, ასევე დაღლილობის შემცირებას.
მაგნიუმი - დაგეხმარებათ კუნთებისა და ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაში. მას გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და აღმოფხვრის მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში. პრეპარატი სწრაფად ამცირებს მაგნიუმის უკმარისობის სიმპტომებს კუნთების სპაზმების სახით და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს დაღლილობას და ზედმეტ გაღიზიანებას. იგი დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობაზე. აფერხებს არითმიებს, ამცირებს გულის შეტევის რისკს, აქვს ანტიკოაგულანტული თვისებები და არეგულირებს არტერიულ წნევას. დანამატი ასევე ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ამსუბუქებს ასთმისა და ბრონქული დისფუნქციის სიმპტომებს. დიასტოლური ეფექტის გამო - ასევე რეკომენდირებულია ქალებისთვის, რომლებსაც აწუხებთ პრემენსტრუალური სინდრომი და მტკივნეული მენსტრუაცია.
თუთია ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მინერალი, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ამიტომაც სხეულში მისი ნაკლებობა გავლენას ახდენს ფიზიკურ ფორმასა და გამძლეობაზე. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს ცილის სინთეზში და უზრუნველყოფს კუნთების სრულყოფილ მშენებლობას, სწრაფი აღდგენის პროცესს და ძალისმიერი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ძალისმიერი და მაღალი დატვირთვის სპორტის სახეობებში, ინტენსიური ვარჯიშის დროს, გლოკოზის მოხმარების გაზრდა დამატებით გავლენას ახდენს ორგანიზმში თუთიის დეფიციტის წარმოქმნაზე. შესაბამისად წარმოიქმნება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: CO2-ის ტრანსპორტირების შეფერხება, ფერმენტების გამოყოფის დარღვევა, იმუნური და ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის მოშლა.
კალციუმის ადეკვატური რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის დროს (რადგან ოფლის საშუალებიტ გამოიყოფა), სწრაფი ზრდის პერიოდში ძვლის ეფექტური განვითარებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოტეხილობების და დაზიანებების შემდეგ, ასევე მენოპაუზის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში, ქალებში. აღსანიშნავია, რომ სისხლში კალციუმის ნორმალური დონე, აძლიერებს ძვლებსა და კბილებს, აქვს როლი უჯრედების გაყოფის პროცესში, ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
Dorian Yates Nutrition - CA+MG+ZN-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას
– აწესრიგებს ნერვულ სისტემას
– გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და სწრაფი შეწოვა
– ხსნის სპაზმს კუნთებში
– ამცირებს დაღლილობას
– ხსნის გაღიზიანებას
– აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
– აძლიერებს ძვლებს და კბილებს
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 აბი დღეში 3 ჯერ. საკვებთან ერთად წყლის მიყოლებით
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.